„პროფილში“ გიორგი გაბუნიას განცხადებას „ჩემი ყველაზე დიდი იმედგაცრუება ღმერთია“ ინტერნეტ სივრცეში ბევრის გამოხმაურება მოჰვა. მაია ასათიანმა გადაცემაში რუსთავი 2-ის ტელეწამყვანები მიიწვია და სკმაოდ გულახდილი დიალოგი გამართა მათთან. „ნიუპოსტის“ მკითხველს ამჯერად გიორგი გაბუნის პასუხებს ვთავაზობთ. მკითხველი ტელეწამყვანის ცხოვრებიდან ბევრ საინტერესო დეტალს შეიტყობს.
-ცხოვრების ყველაზე დიდი სირთულე :
-საკუთარი თავის პოვნა. ჯერ კიდევ ძებნის პროცესში ვარ.
-ბავშვობის ყველაზე მძაფრი მოგონება
-სამოქალაქო ომი თბილისში, ეს არის ჩემი ყველაზე ცუდი მოგონება.
-რამ მოახდინა მთავარი გარდატეხა შენს ცხოვრებაში?
-ჩემმა საზღვარგარეთ წასვლამ, რომელიც ძალიან მინდოდა და მქონდა მიდრეკილება. მინდოდა ყოველთვის წავსულიყავი და ვფიქრობ სწორია ასე, რომ გავაკეთე, რადგან ძალიან შევიცვალე
-ვინ იქნებოდი, რომ არ ყოფილიყავი ის ვინც ხარ?
-სრული ასკეტი
-ცხოვრების მთავარი შეხვედრა?
--ალბათ ცხოვრებასთან შეხვედრა, აი, იმ ექიმთან, რომელიც დაეხმარა დედაჩემს, რომ მე გავეჩინე.
-ყველაზე დიდი ტკივილი?
-ჩვენი ძაღლის სიკვდილი
-სიყვარული ეს არის?
-სისულელე... დროის უაზრო კარგვა
-სექსი ეს არის?
-სექსი ეს არის ყველაფერი... სექსი არის მაღაროელის მუშაობა ბნელ და ნესტიან გვირაბში... მითუმეტეს თუ სათვალე არ გიკეთია, მაშინ ნისლიან გვირაბში...
-ცხოვრების დამონტაჟება რომ შეიძლებოდეს, რას ამოჭრიდი?
-90-იან წლებს მთლიანად.
-რისი გრცხვენია?
-ჩავიფსი ერთხელ სკოლაში, ძალიან პატარა ვიყავი, მახსოვს წინა მერხზე ვიჯექი და დაფამდე მივიდა ... მე ვიტყუებოდი ყვავილების მოარწყავად მიდიოდა, ვიღაც და შემთხვევით გადამასხა-მეთქი. დღესაც მრცხვენია...
-მთავარი კომპლექსი?
-უცხო ადამიანებთან არ მიყვარს ურთიერთობა და საშინელ დისკომფორტს ვგრძნობ, მითუმეტეს თუ ბევრნი არიან.
-სიზმარი, რომელიც ყოველთვის გახსოვს?
-ეს არის სიზმარი, რომელიც ძალიან ხშირად მესიზმრება. რომელიღაც ქალაქში ვაპირებ ჩასვლას, მაგრამ ვერასდროს ვაღწევ იქამდე. სულ მესიზმრება ეს სიზმარი და ძალიან არ მიყვარს.
-დაცემის შემდეგ იოლად შეგიძლია თუ არა ადგომა?
-კი, რაღაცნაირად გამომუშავებული მაქვს, ის რომ დაცემას არ აღვიქვამ დიდ კატასროფად და ძალიან ადვილად ვდგები.
-ტრადიცია, რომელიც გინდა, რომ გაქრეს?
-სუფრა, ამის გამო ხშირად ვერ დავდივარ მეგობრებთან, იმიტომ რომ მტანჯავს ეს ტრადიცია.
-რამ შეიძლება დაგაბნიოს?
-გადაწყვეტილების სწრაფად მიღებამ, დინჯად მიყვარს ხოლმე ფიქრი და ყველაფრის აწონ-დაწონა...
-რა გთრგუნავს?
-გაუნათლებლობა, უგემოვნებობა, უკულტურობა, რაც ერთმანეთთან კავშირშია ყოველთვის...
- ღალატი?
-არაუშავს, ძალიან მტკენს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ადვილად გადამაქვს.
-როცა საკუთარ თავთან მარტო რჩები , როგორი ხარ?
-ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს.
-თავი დაგიკარგავს?
-კი... მაგრამ არ მახსოვს როდის...
-სიკვდილთან შეხება თუ გქონია?
-მე ვიცი თუ რა რეაქცია ექნება საზოგადოებას მე თუ მოვკვდები ახლა. როდესაც ჩვენი მემონტაჟე რუსთავი 2-ის გიორგი გაბუნია დაიღუპა ყველას ეგონა, რომ ეს მე ვიყავი და მე ვნახე თუ რა ხდებოდა ჩემს ირგვლივ. მირეკავდნენ, მეკითხებოდნენ- გიორგი ცოცხალი ხარ? რა კარგია, რომ უპასუხე... ვხედავდი რა ხდებოდა ჩემს ოჯახში და მეგობრებში, რომლებსაც ბევრი ურეკავდა და უსამძიმრებდა, რადგან ეგონა რომ მე მოვკვდი. ასე რომ მე ვნახე ჩემი სიკვდილი.
-როდის მიხვდი რომ ცხოვრება შედგა?
-ჯერ არ შემდგარა..
-როგორი პროფილი გაქვს რეალურად?
- ისეთი, როგორიც არ ჩანს..
-ცხოვრების მთავარი იმედგაცრუება?
-ცხოვრების მთავარი იმედგაცრუება? - ღმერთი!
მასალის გამოყენების პირობები






