30 წლის შემდეგ ქობულეთის სამელიორაციო არხების მოწყობა იწყება
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:58, 25 Apr, 2014     4124

დღეს ქობულეთის გამგეობაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიწების დამშრობი სისტემების რეაბილიტაცის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, ქობულეთის გამგებელი გიორგი რომანაძე, საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორი ვაჟა კირტავა და უკრაინის საპროექტო ინსტიტუტის წარმომადგენლები.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიწების დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის ფარგლებში, 2500 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე მოხდება ჭარბი წყლების მოცილება. პროექტით დაგეგმილია 3 სატუმბი სადგურის აშენება, რომლის საშუალებითაც ჭარბი წყლები მილსადენის საშუალებით ინტენსიურად გაიყვანება ფართობებიდან ზღვაში. ასევე, ქობულეთის ცენტრალური მაგისტრალი და მოსახლეობა დატბორვისგან იქნება დაცული; არსებული ნაკრძალი შემოისაზღვრება დამბებით. მიმდებარე სოფლების დატბორვის თავიდნ აცილების მიზნით დარეგულირდება მდ. ტოგონის და მდ. ოჩხამურის ნაპირები.

"პროექტის განხორციელებით ჩვენ ინვესტორების მოზიდვას და ადგილობრივი წარმოების გაზრდას შევძლებთ. აქამდეც ინტერესდებოდნენ ინვესტორები, მაგრამ რადგანაც ამ ტერიტორიებზე 30 წელია არ ჩატარებულა სამუშაოები, მიწა იყო დაუმუშავებელი და წყლით გაჯერებული. გამართული სამელიორაციო სისტემის მოწყობით, ამ მიწებზე შესაძლებელი გახდება მეცხოველეობის და მემცენარეობის დარგში ინვესტორების მოზიდვა, პროდუქციის წარმოება შიდა და საერთაშორისო ბაზრებისთვის. აქვე მინდა ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნო, რომ ინვესტორებზე მიწები გაიცემა გრძელვადიანი იჯარით და არც ერთი მიწის ნაკვეთი არ გაიყიდება." - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

პროექტირება დასრულდება მიმდინარე წლის 30 მაისს. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი პროექტის ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ-მიმდინარე წლის ივლისი-აგვისტოს თვეში დაიწყება და 2017 წელს დასრულდება. აღნიშნულ პროექტზე, უკრაინის საპროექტო ინსტიტუტის „უკრ ვოდპროექტისა“ სპეცალისტები მუშაობენ.

სარეაბილიტაციო სამუშოების წინასწარი ღირებულებაა 11 მლნ 800 ათასი ლარი.ამ დროისთვის, სარწყავი სისტემების პრაკტიკულად ყველა დიდი მაგისტრალური არხი გაწმენდილია, მგავსი სამუშაოები ბოლო 25-30 წელია არ ჩატარებულა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42