"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, კრწანისის რ-ში, ზემო ფონიჭალაში – ღოღობერიძის ქუჩაზე გამავალ საშ/წნევის მიწისქვეშა დ-150 მმ გაზსადენზე ავარიის ლიკვიდაციის მიზნით, 25 აპრილს 10.00-დან 17.00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება ზემო და ქვემო ფონიჭალაში მდებარე კერძო სექტორს და სოფ. ფონიჭალის მოსახლეობას. გაზის მიწოდება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ კომერციულ, კომუნალურ და საზკვების ობიექტებსაც, მათ შორის შავნაბადას", - აცხადებენ კომპანიაში.
"ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
"გაზის დანადგარებთან გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ავარიებზე კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის", - აღნიშნულია "ყაზტრანსგაზ თბილისის" განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






