საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო რეზიდენციაში ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი მიიღო.
ოფიციალურ მიღებაზე პატრიარქმა ისრაელ-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობას გაუსვა ხაზი.
"ჩვენ გადმოცემაც გვაქვს, რომ ებრაელისგან დალოცვა ღვთისგან დალოცვას ნიშნავს", - ბრძანა საქართველოს პატრიარქმა.
ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს მხრიდან ისრაელის მიმართ მეგობრული ურთიერთობა არის მიზეზი იმისა , რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაჩქარებული წესით სავიზო რეჟიმის გაუქმდა.
"ჩემთვის ცნობილია ქართველი ხალხის და საქართველოში მცხოვრები ერების განსაკუთრებული პატივისცემა, ნდობა და სიყვარული თქვენი უწმინდესობის მიმართ. ეს პატივისცემა და თქვენი ღვაწლის განსაკუთრებული აღიარება დიფი ხანია საქართველოს ფარგლებს გაცდა და ამიტომ მეც, როგორც ისრაელის წარმომადგენელი, განსაკუთრებულ პატივად ვიღებ თქვენთან შეხვედრას", - განაცხადა მინისტრმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, ხონის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია) და პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია, ასევე ისრაელის მხრიდან - ელჩი იუვალ ფუქსი და დელეგაციის სხვა წევრები.
მასალის გამოყენების პირობები






