ვახტანგ კაპანაძის ავღანეთში ვიზიტი დასრულდა
საზოგადოება - 16:51, 24 Apr, 2014     1731
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტი დაასრულა.
ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, დელეგაციის წევრებთან ერთად, ქაბულში ISAF-ის შტაბ-ბინაში, კოალიციური ძალების მეთაურს, გენერალ ჯოზეფ დანფორდსა და ნატოს უმაღლეს სამოქალაქო წარმომადგენელს ავღანეთში, მაურიც იოკემსს შეხვდა.
მხარეებმა ISAF-ის საერთაშორისო მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების როლი განიხილეს, ასევე ისაუბრეს პოსტ-ISAF-ის პერიოდში თანამშრომლობის გამყარების პერსპექტივებზე.
ქაბულში, ბაზა „ფენიქსზე“ გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის გაძლიერებული ოცეულის პირად შემადგენლობასაც ესტუმრა.
ოცეულის მეთაურმა, კაპიტანმა ირაკლი ლორთქიფანიძემ გენერალ-მაიორს პირადად გააცნო ადგილზე არსებული სიტუაცია და სამოქმედო რაიონში გაძლიერებული ოცეულის ამოცანებზე გაამახვილა ყურადღება.
ბაზა „ფენიქსზე“ გენერალური შტაბის უფროსმა „ტაქტიკური დაჯგუფება ვოლუნტერის“ მეთაურთან, პოლკოვნიკ რანდალ სიმონსთანაც გამართა შეხვედრა.
მხარეებმა ბაზაზე არსებული სიტუაცია განიხილეს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ასევე, ქართული ოცეულის თანამშრომლობა „ტაქტიკურ დაჯგუფება ვოლუნტერთან“ და სამომავლო ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება.
ავღანეთში ვიზიტის დასასრულს, ქაბულში, „კაიას“ სამხედრო ბაზაზე, შეხვედრა გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესა და ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მეთაურს, (IJC Commander) გენერალ-ლეიტენანტ ჯოზეფ ანდერსონს შორის გაიმართა. სამხედრო მაღალჩინოსნებმა ქართული ქვედანაყოფის საერთო ოპერატიულ გეგმაში ჩართვასა და ქართველი სამხედროების სამომავლო ოპერაციებში მონაწილეობის საკითხებზე ისაუბრეს.
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დელეგაციის ოთხდღიანი ვიზიტი, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ხელმძღვანელობით, უკვე დასრულდა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42