კინოთეატრ რუსთაველის ოპერატორი: „ბილეთებს რატომღაც არ ყიდულობენ. 12 საათიანზე მხოლოდ ორი ბილეთი გაიყიდა. სხვა არცერთ სეანსზე არ არის ბილეთი გაყიდული, ვერ გეტყვით რატომ ხდება ასე.
-თუ იცით თავად ბიძინა ივანიშვილი დაესწრება ჩვენებას?
-ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვაქვს, არვიცით...
-ამ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ პრესსამსახურიც არ ფლობს. ხოლო, თუ რამ გამოიწვია მაყურებელთა ნაკლები ინტერესი, ამის შესახებ „ნიუპოსტს“ კინოთეატრის გენერალური მენეჯერი ესაუბრა.
დავით მირცხულავა, კინო რუსთაველის დისტრიბუციის გენერალური მენეჯერი: პირველ სეანსზე არ იყო ხალხი, არც ველოდებით, რადგან დოკუმენტური ფილმია და ზოგადად ნაკლები ინტერესია დოკუმენტური ფილმების მიმართ. თავისი მყურებელი, ალბათ, ეყოლება. არადა საკმაოდ საინტერესო და კარგად დაბალანსებული ფილმია. რომელიც ქართულ რეალობას ასახავს.
-რამდენ ხანს გაგრძელდება ფილმის ჩვენება?
-ეს დამოკიდებულია ფილმის მოთხოვნაზე, თუ მოთხოვნა იქნება და ხალხი ივლის, აქედან გამომდინარე ფილმს უფრო დიდი ციკლი ექნება გაქირავების, ამ ეტაპზე კი მინიმუმ ორი კვირა.
ფილმი, რომლის რეჟისორიც შტეფან ტოლცია, საქართველოს უახლოეს წლებში განვითარებულ მოვლენებს შეეხება. გერმანელი რეჟისორი რომელიც ახლა თბილისში ცხოვრობს, ქვეყნის უახლეს ისტორიას მოგზაურის ჩანაწერივით ჰყვება: ამბავს, თუ როგორ მოვიდა 2011 წლის ოქტომბერში საქართველოს უმდიდრესი კაცი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში და როგორ იბრძოდა სააკაშვილი, რომ საქართველოს სვლა რეფორმებისკენ და ევროკავშირისა და ნატოს წევრობისკენ არ შეფერხებულიყო.
მასალის გამოყენების პირობები






