„საქმე იმაშია, რომ დავით პაიჭაძემ ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო კი არ დამბლოკა, არამედ ჩემი ქმრის გამო“ - აცხადებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შალვა რამიშვილის მეუღლე ხატია ეკიზაშვილი და ის ამ სახის სტატუსს აქვეყნებს.
ხატია ეკიზაშვილი: „ადრე დავწერე, ერთმა მეგობარმა "მიშისტობის" გამო წამშალა-თქო... ხო და ეგ ხომ გაუგებარი იყო, მაგრამ კიდევ უფრო გაუგებარი ამბავიც გადამხდენია. აქამდე არ დამიწერია და (რატომღაც) ახლა მომინდა გაზიარება. მოკლედ, დავით პაიჭაძემ დამბლოკა. გაუგებარი და უცნაურია ეს ფაქტი, იმის გათვალისწინებით, რომ: ა) არასდროს არც ჩემს კედელზე და არც სხვისი პოსტის ქვეშ მასზე არასდროს არაფერი შეურაცხმყოფელი (მეტიც გამაკრიტიკებელი) არაფერი დამიწერია! ბ) ვერავინ დამწამებს "ქართული ოცნების" და მით უმეტეს აგრესიულ მხარდამჭერობას გ) candy crush-ის სიცოცხლეს არ ვთხოვდი დ)ისტერიული მპოსტველიც არ ვარ, რომ ჩემს პოსტებს და ფოტოებს შეეწუხებინა...
ამიტომ, ერთადერთი მიზეზი, რატომღაც დამბლოკა, შეიძლება იყოს ჩემი ოჯახური მდგომარეობა... ერთი სიყტყვით, I'm very disappointed in him
მასალის გამოყენების პირობები






