"არ დავინახო ხატები და პასკები... კვერცხები სახლში აგორონ"
საზოგადოება - 10:01, 24 Apr, 2014     9458
საინფორმაციო პორტალი „ზონა ნიუსი“ იუსტიციის მინისტრის შესახებ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ რამდენიმე დღის წინ, იუსტიციის მინისტრმა, უწყების თანამშრომლებს სამუშაო ოთახებში ხატებისა და საეკლესიო ნივთების დადება აუკრძალა.

„არ დავინახო ხატები და პასკები... კვერცხები სახლში აგორონ“, - ციტირებს „ზონა ნიუსი“ იუსტიციის მინისტრის ფრაზას.

აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება „პრესა.ჯი“-მ იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში სცადა.

თუმცა, იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში ამ ინფორმაციის შესახებ ოფიციალურ კომენტარს ვერ აკეთებენ.

„მინისტრი და პრესსამსახურის უფროსი ოფიციალური ვიზიტით ყატარში არიან. ამიტომ ჩვენ ვერაფერს გეტყვით, მოგვმართეთ წერილობით ან დაგვიკავშირდით ხვალ“, - განუცხადეს „პრესა.ჯი“-ს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

„არ დავინახო ხატები და პასკები... კვერცხები სახლში აგორონ“ - ამ სათაურით აქვეყნებს „ზონა ნიუსი“ მასალას, მათი, ინფორმაციით, მინისტრმა ეს დავალება უწყების თანამშრომლებს მისცა...

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი: მინისტრი ამ ინფორმაციაზე კომენტარს ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ არ იმყოფება საქართველოში.

თეა წულუკიანი ყატარში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელიც მინისტრთან ერთადაა. ამიტომ, ვერ დაუკავშირდებით...

- საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კომპეტენტური არ არის სხვა ვინმე?

- არ ვიცი, ვინ შეიძლება ფიზიკურად... ვინ უნდა ჩაგაწერინოთ ამის თაობაზე არ ვიცი... იქნებ ხვალ შეგვეხმიანოთ ან წერილობით მოგვმართოთ“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42