საყდრისთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორები RMG Gold-ის განცხადებას ეხმაურებიან, სადაც საუბარია, რომ საპროტესტო აქციებს პოლიტიკური სარჩული აქვს.
საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრი გიორგი მიქანაძე აღნიშნულ განცახდებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ საპროტესტო აქციები მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით ხდება.
„ჩვენ ვნახეთ RMG Gold-ის განცხადება. ჩვენ გვესმის, რომ ეს კერძო კომპანიაა. ჩვენ უშუალოდ კომპანიასთან პრობლემა არ გვაქვს. ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ კულტურული მემვიდრეობა. არ ვამტკიცებთ, რომ ეს არი ძეგლი, მაგრამ იმ გამოხმაურებებზე რაც საერთაშორისო საზოგადოებისგან არის, ამას ადეკვატური რეაქცია უნდა მოჰყვეს. არანაირი პოლიტიკური სარჩული ამ აქციებს არ აქვს. ყველას შეუძლია აქ მოსვლა. ჩვენ ვიცავთ კულტურულ მემკვიდრეობას“, - განაცხადა გიორგი მიქანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






