ახალი წყალსაცავი 3000-მდე ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს წყალუზრუნველყოფს
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:34, 23 Apr, 2014     4714

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა ახალი წყალსაცავის პროექტის პრეზენტაცია, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტში, თეძამის ხეობაში, მდინარე თეძამზე აშენდება. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალისტები. პრეზენტაცია უკრაინის საპროექტო ინსტიტუტის „უკრ ვოდპროექტისა“ სპეციალისტებმაწარმოადგინეს.

12 მლნ მ3 მოცულობის წყალსაცავი მოემსახურება და წყლით უზრუნველყოფს სხვადასხვა სარწყავ სისტემებს: სიონის მაგისტრალურ არხს, ჩოჩეთის არხს, ნიაბის ზედა არხს, ყარაღაჯის არხს, წაბლა არხს და მეტეხის არხს.

სარწყავი სისტემების რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელება და თეძამის წყალსაცავის მოწყობა უზრუნველყოფს:

1. კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2600 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულის გარანტირებულად მორწყვას;

2. მდ. თეძამის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა, კაშხალის ქვედა ბიეფში ფილტრატებიდან მიიღებს სასმელ წყალს;

3. მოსახლეობა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაცული იქნება გაზაფხულის წყალმოვარდნებისა და წყალდიდობებისგან;

4. წყალსაცავზე შესაძლებელია აშენდეს 2 მვტ სიმძლავრის ჰესი.

მდინარე თეძამის სიგრძე 51 კმ-ია. სათავეს იღებს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე, სოფელ საჯას ჩრდილო-დასავლეთით 3 კმ-ში, 2080 მეტრზე ზღვის დონიდან და ერთვის მდინარე მტკვარს მარჯვენა მხრიდან, სოფელ მეტეხის ჩრდილო დასავლეთით 2 კმ-ში.

აღნიშნული პროექტი, უკრაინის საპროექტო ინსტიტუტს „უკრ ვოდპროექტისა“ და „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიას“ შორის გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, „უკრ ვოდპროექტის“ სპეციალისტებმა შეასრულეს.

წყალსაცავის მოსაწყობი სამუშაოები პროექტის ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, მიმდინარე წლის ივნისი-ივლისის თვეში დაიწყება და 2018 წელს დასრულდება.

პროექტით სამუშაოების წინასწარი ღირებულებაა 46 მლნ ლარი.

მსგავსი წყალსაცავების მოწყობას საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც გეგმავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42