შსს-ს არქივს პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დელეგაცია ეწვია
საზოგადოება - 15:31, 23 Apr, 2014     1144

შსს-ს არქივს პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ექსჰუმაციის პროექტის უფროსი, პროფესორი კრზიშტოფ შვაგრზიკი, ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის არქივის დირექტორი, დოქტორი რაფალ ლესკივიჩი და ექსჰუმაციისა და დნმ-ის ანალიზის ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი – ლუკაშ შლეშკოვსკი ეწვივნენ. დელეგაციის წევრები შსს-ს აკადემიის რექტორ ნუკრი გელაშვილსა და შსს-ს არქივის დირექტორ ომარ თუშურაშვილს შეხვდნენ. შსს-ს არქივსა და პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინტიტუტს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა სახის ვიზიტები საქართველოსა და პოლონეთში.

ვიზიტის მიზანია საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში დახვრეტილი და რეპრესირებული ქართველი მოქალაქეების იდენტიფიცირების, ექსჰუმაციის, დნმ-ის ანალიზის და საფლავების მოძიების საკითხებში პოლონელ მეცნიერთა გამოცდილების გაზიარება, რაც საქართველოს მოქალაქეების რეპრესირებული წინაპრების საფლავების მოძიების და იდენტიფიცირების სამუშაოებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და უფრო ეფექტურს გახდის. საბჭოთა პერიოდის საქართველოში 1930-1940-იან წლებში ათასობით ადამიანი იყო რეპრესირებული.

შსს-ს არქივის აღრიცხვით, 1921-1956 წლის ჩათვლით 17 472 ადამიანი დახვრიტეს. მათი უმრავლესობის საფლავების კონკრეტული ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია.

შსს-ს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, პოლონეთის დელეგაციის წევრებმა შსს-ს აკადემიაში ექსჰუმაციის, დნმ-ის ანალიზის და საფლავების მოძიების საკითხებზე ლექცია ჩაატარეს. პოლონელ მეცნიერთა დელეგაციის ვიზიტი საქართველოში სამი დღე გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42