მუნიციპალური განვითარების ფონდს გიორგი სომხიშვილი უხელმძღვანელებს
საზოგადოება - 14:12, 23 Apr, 2014     1672

გიორგი სომხიშვილი, ფონდის ხელმძღვანელად, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დაინიშნა.

გიორგი სომხიშვილი მუნიციპალური განვითარების ფონდში, 2012 წლიდან მუშაობს.

2013 წლამდე დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ხოლო 2013 წლიდან დირექტორის მრჩევლი იყო. შესაბამისად სომხიშვილი ფონდის სრუქტურასა და საქმიანობას დეტალურად იცნობს.

გიორგი სომხიშვილი სხვადასხვა წლებში იყო რამდენიმე მსხვილი სამშენებლო კომპანიის ფინანსური დირექტორი. მას დიდი გამოცდილება აქვს მშენებლობის მართვისა და მონიტორინგის კუთხით. ის ასევე გასულ წლებში იკავებდა სამშენებლო კომპანია შპს „არქსტუდია პმ“-ში დირექტორის პოზიციას, რომლის დროსაც კომპანიას 60 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების სამშენებლო პროექტები აქვს განხორციელებული. გიორგი სომხიშვილი იყო კომპანია „Wardrop & Alexander-ის (მშენებლობა, მშენებლობის მართვა და მონიტორინგი) თანადამფუძნებელი და ფინანსური დირექტორი. კომპანიაში მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა საგადასახადო და ფინანსური საკითხების მართვა, ისევე როგორც პროექტების მენეჯმენტი.

სამშენებლო საქმიანობამდე, გიორგი სომხიშვილი დაკავებული იყო საბუღალტრო, საკონსულტაციო და აუდიტორული საქმიანობით კომპანია “ალექსანდრე”-ში. წლების განმავლობაში, კომპანიაში მას ეკავა სხვადასხვა, როგორც რიგითი, ასევე ხელმძღვანელი პოზიციები.

1999 წელს გიორგი სომხიშვილმა დაარსა საბუღალტრო კომპანია, რომელსაც იმ დროისთვის ქვეყანაში ანალოგი არა ჰყავდა, აღნიშნული კომპანია დღეს შეადგენს კომპანია “ალექსანდრე”-ს სტრუქტურულ ნაწილს და აღიარებული ლიდერია საქართველოს საბუღალტრო მომსახურების და საგადასახადო საკონსულტაციო ბაზარზე.

გიორგი სომხიშვილს გამოცდილება აქვს ფინანსური ანგარიშების მომზადებაში, კომპანიის საგადასახადო და სააღრიცხვო სისტემის შემუშავებასა და დანერგვაში, მშენებლობის მართვის, აღრიცხვისა და პროგრამული სისტემების დანერგვში. ის ასევე იყო საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და დირექტორთა საბჭოს წევრი, ამასთან ევროპის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი.

სომხიშვილი სხვადახვა წლებში სამშენებლო სფეროში არსბეულ წამყვან კომპანიებში იკავებდა როგორც რიგითი თანამშრომლის ასევე ხელმღვანელი პირის პოზიციას.

გიორგი სომხიშვილი თავისუფლად ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. გამოცდილება აქვს კომპიუტერული ტექნოლოგიების მართვასა და საოფისე, საბუღალტრო პროგრამების მართვაში.

შეგახნსებთ, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური რაც ყოფილი დირექტორი, ელგუჯა ხოკრიშვილი, საქართველოს პრემიერ -მინისტრმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად წარადგინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42