მალე მოდის კვირეული იწყება და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მოდის ქართველი შემფასებლები გემოვნების დასახვეწად სწორედ იქ ურჩევენ წასვლას.
სოციალურ ქსელში ვკითხულობთ - ,,რა აცვია ამ ქალს? სულ გაგიჟდა? დიზაინერებო ურჩიეთ რამე"... ამგვარი შენიშვნები თეა წულუკიანის ყატარის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოჰყვა. ამასთან დაკავშირებით „ნიუპოსტი“ ფოტოხელოვანსა და დიზაინერს დაუკავშირდა.
ჯიჯი რეჯინი, ფოტოხელოვანი:„რთულიაგავაკეთო შეფასება, რამდენადაც ვხვდები ნაციონალური კოსტიუმი აცვია. ვფიქრობ, ამ კონკრეტული შეხვედრისთვის შერჩეული. ასე, რომ ამის შეფასება ჩემი მხრიდან ურიგო იქნება“.
ალექსანდრე არუთინოვი, დიზაინერი:„პირველი შთაბეჭდილება, რაც ამ ფოტოს ნახვისთანავე შემექმნა, ასეთია, - ეს პატარა გოგონა დილის გამამხნევებელ ვარჯიშზე მეგონა. კიტრებიანი „პორჩის“ შარფი კი მიმანიშნებს იმაზე, რომ ქალბატონს ნაციონალური სამოსით სურდა ყურადღების მიპყრობა. რა თქმა უნდა ვისურვებდი სხვა სამოსში და უკეთეს ფორმაში მენახა. ასევე ყურადღებას იქცევს მისი გადავარცხნილი თავი“...
მასალის გამოყენების პირობები






