
„დაანებეთ თავი ამ ბავშვურ სულელურ ტყუილებს, ძალიან კარგი თუ ერთით მეტი ბიბლიოთეკა იქნება ამ ლამის უწიგნურ ქვეყანაში“ , - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე უცხოეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანი, პაატა ქურდაძე. ის აქცენტს ამჯერად სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაზე ამახვილებს და ჟორჟ პამპიდუსა და ფრანსუა მიტერანის ბიბლიოთეკის ფოტოებს აქვეყნებს.
პაატა ქურდაძე: „ნეტა ოდესმე თუ მობეზრდებათ ნაციონალებს თავიანთ აშენებულ შენობებზე მსოფლიოში და ევროპაში საუკეთესოსა და ერთადერთის ძახილი? მესმის რომ აბსოლუტურად არ აწუხებთ სასაცილო მდგომარეობაში რომ იგდებენ თავს...პიარი მსხვერპლს მოითხოვს... მაგრამ ძალიან რომ არ აუვარდეთ თავში საკუთარი ტყუილები , უფრო კი ძალიან რომ არ შეიყვანონ ქართველი ამომრჩეველი შეცდომაში, მაინც იძულებული ვარ სულ პატარა კომენტარი გავაკეთო სააკაშვილის ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით. დღეს რამდენჯერმე წავიკითხე რომ ეს თურმე ევროპაში პირველი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაა... ევროპაში არ დამითვლია, არ ვიცი , მაგრამ მარტო პარიზში ორი პრეზიდენტის ბიბლიოთეკაა- ერთი ჟორჟ პომპიდუს თანამედროვე კულტურის ცნობილი ცენტრი და უზარმაზარი ბიბლიოთეკა, რომელიც 70 იან წლებში აშენდა, და გასული საუკუნის ერთერთი ყველაზე ექსტრაორდინალურ არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს, ისეთივე ცნობილს როგორც ეიფელის კოშკი ან ნოტრდამია. მეორე კი - ფრანსუა მიტერანის სახელობის ნაციონალური ბიბლიოთეკა, რომელიც 90 იან წლებში აშენდა და ოთხი უზარმაზარი შენობისგან შემდგარი გრანდიოზული არქიტექტურული კომპლექსია!
ჟორჟ პომპიდუს თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი.პარიზი.

დაანებეთ თავი ამ ბავშვურ სულელურ ტყუილებს, ძალიან კარგი თუ ერთით მეტი ბიბლიოთეკა იქნება ამ ლამის უწიგნურ ქვეყანაში , მადლობა ბატონო ამისთვის, მაგრამ, ნუ ამოუყვანთ ხალხს წინასწარ ყელში ამ გაუთავებელი დაყვედრებებით, ისიც საკმარისია, რომ შენობას უზარმაზარი ასოებით "სააკაშვილი" აწერია . "ბიბლიოთეკა" კი წვრილი ასოებით... თან რატომღაც ინგლისურად:) ეტყობა ინგლისურენოვან ტურისტებს რომ უცებ მოენატროთ პოლიტმეცნიერებებში წამცადინება ადვილად რომ მიაგნონ - ისედაც გასაგებია, რომ აქაც მთავარი მიშა და ადგილობრივი არჩევნებია და არა წიგნი. ეს ზედმეტი ტრაბახი ისევ უკუშედეგს მოგცემთ თქვენ თვითონვე“.
ფრანსუა მიტერანის ნაციონალური ბიბლიოთეკა, პარიზი
მასალის გამოყენების პირობები






