ბაჩო ახალაიას მეუღლის ანი ნადარეიშვილის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრომ აღდგომის დღესასწაულზე, ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს რუსულწარწერებიანი პასკები გაუგზავნა.
ამის შესახებ ნადარეიშვილი „ფეისბუქზე“ წერს. მისივე თქმით, ინფორმაცია სამხედროებმა მიაწოდეს.
„სად იშოვეთ რუსულ წარწერიანი პასკები, რომელიც ავღანეთში ჩვენს ბიჭებს გაუგზავნეთ?! ერთმორწმუნე რუსებმა ხომ არ გამოგიგზავნეს შემთხვევით?!...სამწუხაროდ ავღანეთში ბიჭებს არ აქვთ ტელეფონები და შესაბამისად სურათები არ მაქვს, თუმცა პირადად გვითხრა რამოდენიმე მათგანმა, სულ 1500 ქართველი სამხედროა იქ, და არამგონია დაიმალოს ეს ამბავი“ , - წერს ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში.
"ნიუპოსტი" ინფორმაციის გადამოწმებას ალასანიას უწყებაში შეეცადა, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარებს თავდაცვის სამინისტროში არ უპასუხეს.
მასალის გამოყენების პირობები






