კომპანია "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი" (GWP) სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 12:41, 22 Apr, 2014     3023

კომპანია "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი" (GWP) სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ წვიმამ GWP–ს ნაგებობების გამართულ მუშაობას პრობლემები შეუქმნა, რის გამოც ზოგიერთ უბანში შესაძლოა წყლის მიწოდება შეფერხდეს.

"დღეს გამთენიას, დაახლოებით 2 საათზე, კოკისპირულმა წვიმამ და ძლიერმა ჭექა-ქუხილმა პრობლემა შეუქმნა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ არაგვის ხეობასა და თბილისში განთავსებული სათავო ნაგებობების გამართულად ფუნქციონირებას. ჭექა-ქუხილმა ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნა გამოიწვია, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდა საგურამოში განთავსებულ ობიექტს, ასევე ღრმაღელისა და სამგორის სათავო ნაგებობებს. ენერგომომარაგების აღდგენის შემდეგ, დაზიანებული აღმოჩნდა ღრმაღელის სათავო ნაგებობის მთავარი მკვებავი ძალოვანი სადენი, რამაც ღრმაღელის სატუმბო სადგურის ვაკუუმ-ტუმბო აგრეგატების გათიშვა გამოიწვია. პარალელურად, ძაბვის ვარდნით გამოწვეული ჰიდრავლიკური დარტყმის შედეგად, დღეს გამთენიას, ერთდროულად დაზიანდა 1200 მმ-იანი IV მაგისტრალური წყალდენის ორი სხვადასხვა მონაკვეთი.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაზიანებების აღმოფხვრას დროულად შეძლებს, რადგან მოსალოდნელ სტიქიას და მისგან გამომდინარე პრობლემებს ტექნიკურად მომზადებული შეხვდა - კომპანიამ ოპერატიულად მოახდინა დაზიანების ადგილებში საავარიო ბრიგადებისა და სპეცტექნიკის მობილიზება და აღდგენითი სამუშაოების განხორციელებას დაუყოვნებლივ შეუდგა. ასევე, კომპანიას გააჩნია სასმელი წყლის სათანადო მარაგი და თბილისის მოსახლეობას წყლით ამ დრომდე შეუფერხებლად უზრუნველყოფს.

მიუხედავად ამისა, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აფრთხილებს მოსახლეობას, რომ დღის მეორე ნახევარში, დედაქალაქის გარკვეული რაიონების - კერძოდ კი ვაკისა და საბურთალოს ზოგიერთი უბნის წყალმომარაგება შესაძლებელია შეფერხებით განხორციელდეს. აღნიშნულის თაობაზე დამატებით ინფორმაციას კომპანია დღის განმავლობაში კიდევ გაავრცელებს", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42