თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „პატარძლები“ ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კინოფესტივალზე „ტრიბეკაზე“ აჩვენეს. ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი 12 უცხოურ ნამუშევარს შორის იყო წარდგენილი. თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი ფესტივალზე რობერტ დე ნიროს მიწვევით მოხდა. სწორედ დე ნიროა ფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ორგანიზატორი.
ფილმი, იმ პატარძლებზეა, რომლებსაც პატიმარ ქმრებთან ციხეში უხდებოდათ ხელის მოწერა. ოფიციალური ქორწინება, რომელიც ბევრს არ ჰქონდა, ქმრის ნახვის უფლების მოსაპოვებლად იყო საჭირო. ქალები ციხეში ხელის მოსაწერად როცა შეჰყავდათ, ბადრაგი გაჰყვიროდა - კარი გახსენით, პატარძლები მოდიანო.
„სცენარის წერისას მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ პოლიტიკური ფონი (რომელიც მალე მიავიწყდა ხალხს), უკანა პლანზე გადაგვეტანა და როგორც მოცემულობა - ისე დაგვეტოვებინა. ხოლო აქცენტი გაგვეკეთებინა ადამიანების ბედზე; აი, ამ ვითომ დროებით მოვლენაზე, რომელიც მთლიანად ცვლის ადამიანების ცხოვრებას.ვეცადე, მეჩვენებინა სხვადასხვა ასაკის ქალბატონები, რომლებიც განაჩენს უწესებენ თავიანთ თავს და წელიწადში ორი დღე თავიანთი ნებით არიან პატიმრები“, - ამბობს რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი.
ფილმში აქცენტი მთავარ წყვილზე, ცოლ-ქმრის სიყვარულზეა, გრძნობაზე, რომელიც წყვილს ამ გაუსაძლის პირობებში აძლებინებს.
მასალის გამოყენების პირობები