ევროპის თითქმის ყველა დიდ ქალაქში იმუშავა, საცხოვრებლად კი საქართველო აირჩია. ცოტამ თუ იცის, რომ სიონის ტაძრის კარიბჭეზე ცნობილი მოზაიკური პანო იმ ადამიანს ეკუთვნის, რომელმაც საქართველოში დასახლება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გადაწყვიტა. ალექსანდერე კორნოუხოვმა იმავე წელს თბილისში ბინა შეიძინა და რუსეთიდან შვილთან და შვილიშვილთან ერთად ჩამოვიდა. მის მიერ შექმნილი პანოები ამშვენებს ეკლესიებს იერუსალიმში, ვენაში, ბერნში, ციურიხში, მოსკოვსა, და კიდევ 30-მდე ქალაქში. „ქართული ქვა სამუშაოდ ერთ-ერთი საუკეთესოა“, -ამბობს ხელოვანი.
ალექსანდრე კორნოუხოვი: „ ევროპის თითქმის ყველა დიდ ქალაქში მიმუშავია და გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო მოზაიკის განვითარებისთვის იდეალური ქვეყანაა, თუმცა ამ მხრივ სწავლება სამწუხაროდ ნაკლებად აქტუალურია. იმისთვის რომ მოზაიკაზე იმუშაო უმთავრესი მასალაა, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს, კავკასიაში კი ქართული და სომხური ქვა ამ მხრივ უნიკალური შეფერილობის არის...“
მომავალში ოსტატი სასწავლებლის გახსნას მცხეთაში აპირებს, სადაც ახალგაზრდები მოზაიკის ხელოვნებას დაეუფლებიან. მანამდე კი, 22 აპრილს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ცნობილი მოზაიკის ოსტატის პირველი პერსონალური გამოფენა შედგება.
მასალის გამოყენების პირობები