პოლიტიკური ანიმაციური სერიალი ქართულ ტელესივრცეში ბრუნდება. რუსთავი 2-ის ეთერში მალე ვიხილავთ კომედიურ ჟანრს მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით. ამჯერად კომედიურ სერიალს კომედი არხი აკეთებს. ითქვა ასევე, რომ ამ პროექტის ავტორი „დარდუბალას“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი გიორგი ჭანტურია იყო. „ნიუპოსტმა“ ეს ინფორმაცია თავად გიორგისთან გადაამოწმა.
გიორგი ჭანტურია: ამ ანიმაციურ სერიალს,

კომედი არხის ბიჭები აკეთებენ, მე არანაირი შეხება არ მაქვს. ვნახოთ როგორი გამოუვათ, მეც ინტერესით ველოდები, ვფიქრობ არ უნდა გაუჭირდეთ.
-თქვენთვის მაშინ რთული იყო „დარდუბალას“ კეთება?
-კარგი რამის კეთება ყოველთვის რთულია, რთულიც იყო, სახალისოც და საინტერესოც.
-მაშინ პოლიტიკურმა ვითარებამ განაპირობა „დარდუბალას“ გაჩენა ქართულ ტელესივრცეში, როგორ ფიქრობთ ახლაც ასეა?
-კი და ახლა ბევრად მეტი მასალაა ამ მხრივ, უამრავი ვიდრე მაშინ იყო. მთავარია, როგორ გამოიყენებენ ამას. ველოდები, ძალიან მაინტერესებს...

ალბათ ყველას კარგად ახსოვს პირველი ქართული ანიმაციური სერიალი პოლიტიკურ მოვლენებზე, რომლის მთავარი ფუძემდებელიც გიორგისთან ერთად შალვა რამიშვილი გახლდათ. შალვა, ახალ ანიმაციურ სერიალთან დაკავშირებით „ნიოპოსტთან“ თავის მოსაზრებას აფიქსირებს.
შალვა რამიშვილი: თითქმის, ყველა ანიმაციური სერიალი რომელიც ქართულ-ტელესივრცეში გადიოდა ჩემი გაკეთებულია, ამ ახალ სერიალს კომედი გრუპი აკეთებს და მე არანაირი შეხება არ მაქვს კომედი გრუპთან და შესაბამისად ამ სერიალთან.
-„დარდუბალა“, საკმაოდ რეიტინგული იყო, როგორ ფიქრობთ ეს ანიმაციური ფილმი როგორი გამოვა?
-არვიცი, როგორი უნდა გამოვიდეს?! რუსთავი 2-ის დანიშნულება ჩემთვის ცხადია... რუსთავი 2-ისა და იქ დასაქმებული იუმორისტების დანიშნულებაა, აკრიტიკონ ხელისუფლება ცალმხრივად, ჩემთვის გასაგებია, რომ გარკვეული პროპაგანდისტული დატვირთვა ამ სერიალს ექნება.
მასალის გამოყენების პირობები






