„მიხარია, რომ ძალიან პოპულარული გახდა პასკების სახლში გამოცხობა. ხშირად მეკითხებიან - პასკა თუ კულიჩი? კულიჩი სიტყვა ძვერბერძნულ ფუძეს ინაცავს თავის თავში - κόλλιξ (კოლიქს) ძველბერძნულად მრგვალ პურს ნიშნავდა. გარდა გამომცხვარისა არსებობს კიდევ ხაჭოს პასკა. რატომღაც მას ვიკიპედიაში ინგლისურ ენაზე დიდი ხანია აქვეყნებენ, როგორც მხოლოდ რუსულ ან უკრაინულ პასკას. თუ ისტორიას ფესვებისკენ ჩავუყვებით, ხაჭო - უძველესი კერძია კაცობრიობის. ხაჭოს კერძებით გაზაფხულს ხვდებოდნენ ძველ რომში - გაზაფხულის, სიახლის სიმბოლო გახლდათ. როგორც ჩანს ეს ტრადიცია გადმოვიდა ქრისტიანულ სუფრაზეც“, - აღნიშნა „ნიუპოსტთან“ საუბრისას ესმა კუნჭულიამ.
მისივე განმარტებით, ხაჭოს პასკა არ ცხვება. ეს ნატურალური პროდუქტების მიქსის და მას ძველად სპეციალურ ფორმებში ამზადებდნენ.
„მას ჰქონდა პირამიდის ფორმა და ზედ ეწერა რუსულად - ქრისტე აღსდგა. პირადად მე ვამზადებ თუშფალანგში ან ძვეულებრივ ყვავილის თიხის ქოთნებში. მთავარია, ჭურჭელს ჰქონდეს ძირზე ხვრელი და ხაჭოს მასამ შეძლოს ზედმეტი წყლის გამოდევნა“,- განმარტა ჟურნალ „პირველი კულინარის“ დამფუძნებელმა.
„ნიუპოსტი“ გთავაზობთ ესმა კუნჭულიას ხაჭოს პასკის რეცეპტს:
„იყიდეთ 2 კილო ხაჭო. მარლაში გამოკარით და რამდენიმე საათით დაწრიტეთ. ან ხელით გაწურეთ. ზედმეტი წყალი რომ გამოადინოთ, ნაცარქექიას მეთოდით. ცალკე მოხალეთ ტაფაზე 300-400 გრამი ქართული თხილი და ჩოფერში მსხვილად დაფქვით. ჯამში ჩაუშვით 200 გრამი შერბილებული კარაქი. დაუმატეთ 250 გრამი შაქრის პუდრა. დაუმატეთ 150 გრამი არაჟანი. ათქვიფეთ მიქსერით. დაუმატეთ ხაჭო, თხილი, ქიშმიში, ცუკატები. 3-5 ვანილი. კარგად ათქვიფეთ მიქსერით.
ჩააფინეთ რამდენიმე ფენა მარლა თუშფალანგში. ჩაასხით ხაჭოს მასა. მარლის ნაწილებით გადააფარეთ ხაჭოს. დაადეთ თეფში. თეფშზე დაადეთ სიმძიმე. ხაჭოიანი თუშფალანგი ჩადგით ცარიელ ჯამში. შედგით მაცივარში 2 დღე. აღდგომამდე. შიგადაშიგ ქვედა ჯამიდან გადაწურეთ ზედმეტი სითხე.
აღდგომის სუფრაზე გატანამდე ამოაბრუნეთ თუშფალანგი და ხაჭოს პასქა გადაიტანეთ ლამაზ დიდ თეფშზე. შეგიძლიათ მორთოთ გახეხილი შოკოლადით. ცუკატებით. ან თხილით“.
მასალის გამოყენების პირობები