საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელი თოჯინები და რეგიონების მიხედვით შექმნილი ნაციონალური, გათანამედროვებული სამოსი, რომელსაც უნივერსიტეტ სეუს მოცეკვავეები მოირგებენ, ქართული ღვინო და ტრადიციული კერძები, - ეს ყოველივე 25 აპრილს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოიფინება. გამოფენას „ხელოვნება მშვიდობისათვის“ ანსამბლი ალილო გახსნის.
ხელნაკეთი თოჯინები მხატვარ მეთოჯინეს თეა გუთნიაშვილს ეკუთვნის. სამოსი მარიგოლდს. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება თინა კლდიაშვილისა და ქეთევან ქავთარაძის მიერ ქართული ლურჯი სუფრები, დაკარგული ტექნოლოგიების აღდგენა მათ მიერ ფოტობეჭდვით და ხის კლიშეებით მოხდა. გამოიფინება ასევე მოსწავლეების ნახატები თემაზე „ჩვენ დავბრუნდებით“.
კონკურსის შედეგად შერჩეული 10 საუკეთესო ნახატი მიმდინარე წლის მაისის თვეში ქალაქ სტრასბურგში გამოიფინება, ნახატებთან ერთად გაიმართება კომპანია მარიგოლდის ქართული ნაციონალური სამოსის ჩვენება და ასევე თეა გუნთაიშვილის თოჯინების გამოფენაც.
მასალის გამოყენების პირობები