ამა წლის 17 აპრილს, 12:00 საათზე აჭარის კულტურული მემკვირდეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, არქეოლოგიურ მუზეუმში საკონსერვაციო-სარესტავრაციო კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა.
მსგავსი ტიპის ლაბორატორია პირველია საქართველოში, რომლის ძირითადი საქმიანობა მოიცავს ხელოვნების ნიმუშების, კერამიკის, ლითონის, ქვისა და ხის არქეოლოგიური არტეფაქტების, წიგნების, ფრესკების, ხატებისა და სხვა კულტურული ძეგლების რესტავრაცია-კონცერვაციას. ლაბორატორია ასევე გამოყენებული იქნება საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩასატარებლად.

ამ დღესვე სააგენტოს მიერ არქეოლოგიურ მუზეუმში მოეწყობა 2013 წელს ორგანიზებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთების გამოფენა. გაფორმდება მემორანდუმი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შორის.
13:00 საათზე კი გაიმართება კონფერენცია თემაზე ,,სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეალური მდგომარეობა, პრობლემები და პერსპექტივები’’, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც სააგენტოს წარმომადგენლები და სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული მუზეუმების მეცნიერ-თანამშრომლები, ასევე ბსუ-ს სტუდენტები და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წამყვანი სპეციალისტები.
ღონისძიება ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში იმართება.
მასალის გამოყენების პირობები






