მომღერლებს, რომლებსაც დროებით ხმის, ასაკის, სქესის შეცვლა და სხვა ადამიანად გარდასახვა უწევთ მაყურებელი „ერთი-ერთში“ ყოველ ოთხშაბათს იხილავს. სწორედ ის მიიღებს ყველაზე მაღალ ქულებს ჟიურისგან და მაყურებლისგან. ვინც ყვლაზე კარგად მოახერხებს გარდასახვას და ყველაზე კარგად მიემსგავსება ცნობილ ვარსკვლავს. ამასთან დაკავსირებით ყოველ მონაწილეს განსხვავებული აზრი აქვს. მაშ ასე მეორე სეზონის რვავე კონკურსანტის შიშები, სურვილები და ფიქრები პროექტთან დაკავშირებით.
ნინი ძოწენიძე: არ მიყვარს კონკურსები , არმიყვარს დაძაბულობა, არ მიყვარს რაღაცაზე რომ ვნერვიულობ. თუმცა დავთანხმდი, რადგან ეს პროექტი არის ძალიან საინტერესო, კარგი სამუშაო და ყველაზე მაგარი პროექტი საქართველოში.

ლეევან მასპინძელაშვილი:
აქ უნდა იყო მსახიობიც, უნდა გარდაიქმნა, უნდა გახდე სხვა, უნდა გარდაქმნა შენი ვოკალიც, საინტერესო და მრავალფეროვანია. ვფიქრობ საკმაოდ დიდია ჩემი გამარჯვების შანსი. ასე რომ არ ვიფიქრო, შანსს კარგავს ჩემი მონაწილეობა პროექტში.
ქეთი ორჯონიკიძე: მიყვარს ექსპერიმენტები და მინდა რომ გამოვიდე იმ ჟანრიდან სადაც ვარ, ოღონდ დროებით რა თქმა უნდა. რადგან ხალხს ვაჩვენო ის რომ მეც შემიძლია გავერთო და რაღაც სხვა ვაკეთო. ეს იქნება თამაში და ალბათ ყველა ძალიან კარგად გავერთობით.
ვერიკო ტურაშვილი:

დავთანხმდი იმიტომ რომ არ მიწევს დამტკიცება, თუ რა შემიძლია როგორც ინდივიდუალურ მომღერალს. თან ყველაზე მთავარი ის არის, რომ ძალიან საინტერესო პროექტია.

ბორის ბედია: ბავშვობისას ანსამბლში ვცეკვავდი, ვცეკვავ ახლაც, გააჩნია რომელი მომღერალი შემხვდება. არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ვინმეს გავეჯიბრო.

ნათია დუმბაძე: არვიცი ხმის მიმსგავსება რამდენად გამომივა, ცეკვას და სიმღერას ერთად როგორ გავართმევ თავს არც ეს არვიცი, ამის მეშინია, რადგან ცეკვასთან შეხება არასდროს მქონია. საერთოდ ყველაფრის მეშინია. გამარჯვების იმედი არ მაქვს.
იოანე არაბული: ქალის განსახიერების შემთხვევაში არვიცი რას ვიზამ. ვერ გეტყვით როგორ გამომივა, ცხოვრებაში ქალის სიმღერაც კი არ მიმღერია. როგორ მაპატიებს ჩემი მთები ამ ყველაფერს და კაბის ჩაცმას არვიცი...
დუტა სხირტლაძე: ინგლისური არ ვიცი და ეს არის პრობლემა, ინგისური ტექსტები მექნება სასწავლი. კარგი მუშაობა მომიწევს, მაგრამ რა ვქნა, რაც მთავარია არ მეზარება. კი დამცინიან დუტა ყველგან არისო, მაგრამ ვმუშაობ და ეს იმის შედეგია... ერთი სიტყვით შანსები მაქვს და ფინალამდე ყველა ვარიანტში ვარ.
მასალის გამოყენების პირობები






