თეატრალურის წინ კარვები გაიშლება
საზოგადოება - 17:20, 16 Apr, 2014     1542
ხვალ, 12:00 საათზე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის წინ კარვები გაიშლება.

აქციის მონაწილეები, მათ შორის პროფესორ-მასწავლებლები და კურსდამთავრებულები სასწავლებელში არსებულ უსამართლობასა და კორუფციას გააპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, არ არის გამორიცხული პროტესტმა უკიდურესი ფორმაც მიიღოს და შიმშილობა დაიწყონ. მათი მოთხოვნაა კინოსა და თეატრის უნივერსიტეტში არსებული სისხლის სამართლის დანაშაულებების გამოძიება და იმ პირთა პასუხისგებაში მიცემა, რომლებსაც ცალკეული სამინისტროები და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ლობირებენ.

ცნობისთვის, `ქრონიკა+”-ის 51-ე ნომერში სრულად არის გამოქვეყნებული უნივერსიტეტში ყალბი დიპლომების გაცემისა და დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა. `პრაიმერი” რამდენიმე ფრაგმენტს გთავაზობთ აღნიშნული საგაზეთო სტატიიდან:

ზურაბ ნანობაშვილი: „დავამთავრე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, სწავლის ხანგრძლივობა 5 წელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისე, რომ არავის არაფერი არ განუმარტავს, ჩამოგვაჭრეს ერთი წელი და 4-წლიანი სწავლების კურსით დაგვიყვანეს ბაკალავრის დონეზე! რასაკვირველია ვიხდიდით სწავლის საფასურს და ბოლოს დიპლომებიც ჩამოგვირიგეს. დროთა განმავლობაში, გადავწყვიტე მიმეხედა ჩემი კარიერისთვის და დიპლომი, რომელიც თეატრალური უნივერსიტეტის გაცემული იყო და რომელიც სახლში მქონდა შენახული, მივიტანე განათლების სამინისტროში, რათა მისი ნამდვილობის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი ამეღო. აღმოჩნდა, რომ _ ჩვენს დიპლომებში არათუ მაგისტრის, არამედ ბაკალავრის ხარისხიც კი არ იგულისხმებოდა და უტოლდება მაქსიმუმ, 2-წლიანი სწავლების სერტიფიკატს!..

ვსვამ კითხვას _ თუკი ჩვენ ვისწავლეთ 4 წელი, გადავიხადეთ სრული საფასური და მინიმუმ, ბაკალავრის ხარისხი უნდა მიგვეღო, რატომ გასცა უნივერსიტეტმა დიპლომი, რომელიც ირკვევა, რომ სერთიფიკატსაც კი ვერ უტოლდება?! ან, სად წავიდა ის ფული, რომელიც ჩვენ გადავიხადეთ ამ არაფრისმომცემ დიპლომში?! გაგიკვირდებათ, მაგრამ ჩემი პრეტენზიების შემდგომ, რამდენიმე საათში უმალ ახალი დიპლომი გადმომცეს და რომ არ დაგიმალოთ, სწორედ ეს ფაქტი მაფიქრებინებს, რომ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში საქმე იმაზე რთულადაა, ვიდრე ამას წარმოვიდგენდი!”

მარინა მიქაუტაძე-პროფესორი: ` - ბატონო პრემიერ-მინისტრო, მთავრობის კანცელარიასთან რამდენიმე აქცია გავმართეთ, მაგრამ თქვენი ყურადღება ვერა და ვერ მივიპყარით. კარგი, ბატონო, აღარ მინდა თქვენთან შეხვედრა, მაგრამ სადმე, ან როდესმე იქნებ გსმენიათ, რომ ერთი და იგივე სასწავლებელში, ერთი და იგივე ფაკულტეტზე, ერთი და იგივე პიროვნებაზე დიპლომი ორჯერ გაიცემოდეს?! ნუთუ არ უნდა გაინტერესებდეთ ან თქვენ, ან განათლების მინისტრს „ჭაჭუკაშვილისა და მარგველაშვილის დიპლომების“ ისტორიები?! არ უნდა აინტერესებდეს თქვენს მინისტრ ნოდარ ხადურს, ბოლომდე გაჰყვეს ჩვენს საჩივარში დოკუმენტურად დადასტურებულ კრიმინალს და ფინანსური აუდიტი შეიყვანოს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში?!

თუკი განათლების სამინისტრო ოფიციალურად ადასტურებს იმას, რომ კურსდამთავრებულ სტუდენტებზე გაცემული ე.წ. დიპლომები არ შეესაბამება მათ სტანდარტებს და არ არის ნამდვილი მათი არანაირი სტანდარტით, მაშ, ვის მიერ არის მიღებული ნორმად და აღიარებული ჩვენს მიერ დღეს წარმოდგენილი დიპლომები?! მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ არაერთ კრიმინალურ ქმედებაში ჩვენს მიერ მხილებული გოგი მარგველაშვილის ლობისტები არიან კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და პარლამენტარი, რეჟისორი და პედაგოგი - ნუკრი ქანთარია!

ბატონებო, სულ მალე, არჩევნები იქნება და თქვენ როგორ ფიქრობთ, კრიმინალების ლობისტებისათვის ვინმე ხმას მოგცემთ?! თუმცა რა, თქვენს ცხვირწინ დიპლომებს აყალბებენ და ხმებს ვერ გააყალბებთ?!”

წყარო: praimerinfo.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42