ქართულმა ოცეულმა ქაბულში მისია ოფიციალურად გადაიბარა
საზოგადოება - 12:00, 16 Apr, 2014     1884
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის გაძლიერებულმა ოცეულმა უფლებამოსილება გადაიბარა.
ბაზა „ფენიქსზე“ გამართულ ოფიციალურ ცერემონიალს ქართველ სამხედრო ხელმძღვანელობასთან ერთად ამერიკელი, თურქი და ალბანელი სამხედროებიც დაესწრნენ.
„შავნაბადას“ ბატალიონის გაძლიერებული ოცეული ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ბაზა „ფენიქსზე“ 6 თვის განმავლობაში იქნება დისლოცირებული.
„ტაქტიკური დაჯგუფება ვოლუნტერის“ შემადგენლობაში მყოფი ქართველების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
ქართველი ჯარისკაცების მისია ბაზის ტერიტორიის შიდა და გარე პერიმეტრების პატრულირებას, საგუშაოების გამაგრებას, მთავარი გამშვები პუნქტის კონტროლსა და ბაზის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა დავალებებს ითვალისწინებს.
პირველი ბრიგადის ოცეული ამერიკული ქვედანაყოფის სწრაფი რეაგირების საქმიანობაშიც ჩაერთვება და საჭიროების შემთხვევაში მათთან ერთად განახორციელებს კონკრეტულ დავალებებს.
საერთაშორისო მისიაში მონაწილეობისთვის მე-13 ბატალიონის ჯარისკაცებმა ინტენსიური მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ “კრწანისში“ გაიარეს.
6 კვირიანი სპეციალური სწავლება ტაქტიკურ და საცეცხლე მომზადებას, ტოპოგრაფიას, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენასა და ნავიგაციას მოიცავდა. გაძლიერებული ოცეული ავღანეთის მისიისთვის ეროვნული სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორებმა მოამზადეს.

ნინა შადური




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42