„ალია“ „ანტიკორუფციული კავშირის“ ხელმძღვანელს გიორგი ბურჯანაძეს ესაუბრა:
2 კვირაა ამ საქმეს ვარკვევ და აღმოვაჩინე შემდეგი: თბილისში ყველამ იცის, რომ პარკირების ზედამხედველები, ანუ „სტაიანშიკები“, ვიღაცას ფულს უხდიან. ამიტომ გამოვყავი 2 ჯგუფი ქალაქის მასშტაბით, რომლებიც ფარული ვიდეოგადაღებებით აწარმოებდნენ მონიტორინგს და ვხედავთ, რომ ამ სიტუაციაში 3 სუბიექტი მონაწილეობს: „სითი პარკი“, რომელიც „პატრონობს“ ამ სიტუაციას და ხალხისგან ამოქაჩული ამ თანხის დიდი ნაწილი მიდის მათ ჯიბეში, მეორე ჯგუფი არის მერიის ხალხი (ეს ხალხი ამბობს რომ მერიის თანამშრომელმა დააყენა და შენ ვინ ხარო) და მესამე ესენი არიან გაურკვეველი სუბიექტები, რომელბიც თავის წილს სთხოვენ ამ „სტაიანშიკებს“.
გიორგი ბურჯანაძის თქმით, „სტაიანშიკებს“ დღეში დაახლოებით 30-დან 40 ლარამდე უგროვდებათ. ბურჯანაძე თბილისის მასშტაბით ყველაზე სარფიან ადგილებასაც ასახელებს და ამბობს, რომ მარჯანიშვილი, წერეთელი და პეკინი ყველაზე კარგად მუშაობს.
„ამ 30-40 ლარიდან 30-40% არის გასავალი, ე.წ. მაყურებლების. ღმერთი არავი გაუწყრეს და ვინმე არ შეეცილოს ამ ხალხს იქ დგომაში, იმ დუბინკებით თავს გაუტეხავენ. ორთაჭალის ტერიტორიაზე დადის „ბმვ“, რომელიც ამ ხალხისგან კრეფს ფულს“, - აცხადებს „ანტიკორუფციული კავშირის“ ხელმძღვანელი.
„სითი პარკის“ წარმომადგენელი „ალიასთან“ საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნული ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება.
„მსგავსი რამ არ არსებობს. ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია და კიდევ ვამბობთ, რომ თბილისში არ არსებობს სხვა გადასხადი, გარდა „სითი პარკისა“ და მძღოლი არ არსი ვალდებული გადაუხადოს ამ ხალხს“,- განაცხადა „სითი პარკის“ წარმომადგენელმა ლევან ტაბიძემ.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






