განათლების სამინისტრო პირველი კლასელებისთვის 2014-2015 წლისთვის რეგისტრაციას იწყებს.
„ვაცხადებთ პირველ კლასელთა რეგისტრციას, 2014-2015 სასწავლო წლისათვის, რეგისტრაცია 3 ეტაპად განხორცილედება.
პირველი ეტაპი დაიწყება 23 აპრილს და დასრულდება 2 მაისს, ეს ეტაპი განხორციელდება მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში და დარეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია და რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად 2 ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
მეორე ეტაპი განხორცილედება ონლაინ რეჟიმში, რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 20 მაისს და დასრულდება 20 ივნისს და რეგისტრაციის საშულება ექნება ნებისმიერ მსურველს მსოფლიოს ნებისიმიერი წერტილიდან. ის მოსაწავლეები, რომლებიც პირველ ეტაპზე ვერ დარეგისტრირდებიან მართვის საინფორმაციო ვებგვერდზე ელექტრონულად გაივლიან რეგისტრაციას.
მესამე ეტაპი დაიწყევბა 2014 წლის 10 ივლისს და დასრულდება 18 ივლისს, ამ ეტაპზე წინა ეტაპზე ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში გათავისუფლებულ ადგილზე ჩაირიცხებიან ის მოსწვალეები რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ პირველ და მეორე ეტაპზე და წარადგენენ სათანადო დოკუმენეტებს",- აცხადებენ განათლების სამინისტროში.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






