ღვინის ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის თავმჯდომარეობის აშშ-დან საქართველოზე გადმობარების ცერემონიალი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ჩატარებულ WWTG-ს ყოველწლიურ შუასასესიო შეხვედრაზე გაიმართა.
ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფი (WWTG) სახელმწიფოთა არაფორმალური
გაერთიანებაა, რომლის მიზანი ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ღვინითვაჭრობის გამარტივებაა. WWTG-ს წევრები არიან - აშშ, კანადა, არგენტინა, ჩილე, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, ახალი ზელანდია და საქართველო.
ბელგიაში ვიზიტისას საქართველოს დელეგაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდა, მის შემადგენლობაში იყვნენ სოფლის მეურნეობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინის“ წარმომადგენლები.
ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის ყოველწლიურ შუასასესიო შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველო ღვინით ვაჭრობისმსოფლიო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა 1 წლის განმავლობაში, 2015 წლის აპრილის ჩათვლით იქნება. ასევე გადაწყდა, რომ WWTG-სმორიგი პლენარული შეხვედრა 2014 წლის 25-27 აგვისტოს თბილისში გაიმართება. რაც შეეხება WWTG-ს ყოველწლიურ შუასასესიო შეხვედრას, მასზე ღვინით ვაჭრობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები განიხილებოდა. მათ შორის, პესტიციდების ზღვრები, ტექნიკური ბარიერები, ტრადიციული ტერმინები, წევრი ქვეყნების მიერ ორმხრივი მოლაპარაკებებისა და სავაჭრო შეთანხმებების მიმდინარეობა და ა.შ.
ბრიუსელში ვიზიტის დროს აგრეთვე გაიმართა აშშ-ს და საქართველოს დელეგაციების ორმხრივი შეხვედრა, სადაც მხარეებმაღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის დღის წესრიგში მდგარი საკითხები განიხილეს. ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის, აშშ-ს კომერციის, სახელმწიფო, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის და აშშ-ს თამბაქოსა და ალკოჰოლის სავაჭრო/საგადასახადო ბიუროს წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა ევროკავშირში აშშ-ს მისიის ხელმძღვანელის სახელით მიღება, სადაც მისიის ხელმძღვანელმა ენტონი გარდნერმა სანკტ-პეტერბურგში სწავლის პერიოდში ქართული ღვინოების შესანიშნავი გემო გაიხსენა და ღვინის ეროვნულისააგენტოს თავმჯდომარესთან საუბრისას ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალით დაინტერესდა.
მასალის გამოყენების პირობები






