მადლობელი ვარ რუსეთის... მანახეთ, ერთი ქვეყანა, რომელიც აშშ-მ გააბედნიერა - სოსო პავლიაშვილი
საზოგადოება - 19:16, 15 Apr, 2014     27165
თუ ნატოში გაწევრიანებას დააპირებენ, საქართველო ოსეთსაც დაკარგავს და აფხაზეთსაც, - აღნიშნულ განცხადებას რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილი რუსულ მედიასთან საუბარში აკეთებს.

"მე მიყვარს რუსეთი და მადლობელი ვარ მისი. მანახეთ, ერთი ქვეყანა მაინც, რომელიც აშშ-მ ან ევროსაბჭომ გააბედნიერა! შეიძლება უკრაინა გახდეს ასეთი, მაგრამ რუსეთისა და რუსების წყველა-კრულვით მათ უკვე ყირიმი დაკარგეს. საჭიროა, გავაგებინოთ უკრაინას, რომ ჩვენთან უნდა იმეგობრონ და არ უნდა გვაგინონ და გვაფურთხონ. ისევ და ისევ ხალხი გაწამდება, საბოლოოდ კი ისევ ხელისუფლებას მოეკითხება. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში საქართველოს მრავალმილიარდიანი ვალი დაუგროვდა. ვინ გაისტუმრებს ამ თანხას, სააკაშვილი და მისი ამალა? არა. ისევ და ისევ მოსახლეობას მოუწევს ამ ფულის გადახდა. საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშაა- საქართველო ოსეთსაც საბოლოოდ დაკარგავს და აფხაზეთსაც, თუ, ღმერთმა ნუ ქნას, ნატოში გაწევრიანებას დააპირებენ. ისინი შავს ყოველთვის თეთრს დაუძახებენ, ამისი მაგალითი სულ ცოტა ხნის წინ, კოსოვოში ვიხილეთ.

მისივე განმარტებით, რუსეთის კეთილდღეობა ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებისთვის სასიკეთოა.

"მე ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი, ასი პროცენტით ქართველი ვარ, მიუხედავად ამისა, ყოველთვის მიმაჩნდა, რომ რუსეთის კეთილდღეობა ყველა ყოფილი სსრკ ქვეყნისათვის სასიკეთო იქნება. დრო არის საჭირო იმისათვის, რომ რუსეთი გახდეს ის ქვეყანა, რომელიც იგი უნდა იყოს. მან თავისი როლი უნდა ითამაშოს, ჩვენ კი მოთმინება გვჭირდება. მე მჯერა, ღმერთი რუსეთს არ მიატოვებს!", - აცხადებს პავლიაშვილი.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42