8 ჩაის კოვზი (125გ) კარაქი, ოთახის ტემპერატურის
1 ჭიქა გრანულირებული შაქარი
1 კვერცხი
2 ცალი კვერცხის გული
1/2 ჭიქა იოგურტი
2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
1.5 ჭიქა პურის ფქვილი
1.5 ჩაის კოვზი სოდა
1/2 ჩაის კოვზი მარილი
1/2 ჭიქა ჟოლოს ჯემი
მომზადების წესი:
გავახუროთ ღუმელი 350F/180C გრადუსზე. ავთქვიფოთ მიქსერით კარაქი და შაქარი, იქამდე სანამ არ გახდება გლუვი. შემდეგ დავამატოთ კვერცხის გულები და 1 კვერცხი და გავაგრძელოთ თქვეფა, ბოლოს კი დავუმატოთ იოგურტი და ვანილის ექსტრაქტი.
ცომის გასაკეთებლად, ავიღოთ ახალი თასი და ფქვილი, სოდა და მარილი ჩავყაროთ. უნდა 20-25 წუთის განმავლობაში გამოვაცხოთ, სანამ არ გახდება ოქროსფერი.
როდესაც გამოცხვება გავაციოთ ოთახის ტემპერატურაზე. როდესაც კექსი გაცივდება, უნდა ამოვჭრათ კექსის ზედა ფენა და ჩავასხათ ჟოლოს ჯემი. შემდეგ ისე დავახუროთ კექსს ზედა ნაწილი და გავაციოთ მაცივარში.
ვანილის, კარაქის და შაქრის ფხვნილის კრემის მომზადების წესი:
1/2 ჭიქა რბილი კარაქი (125g)
3 ჭიქა შაქარი
1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
წითელი საკვები საღებავი
12 ცალი ჟოლო
მიქსერით ავთქვიფოთ კარაქი, შაქარი, ვანილი, იქამდე სანამ არ გახდება შესქელებული კონსისტენციის. შემდეგ დავუმატოთ 1 წვეთი (არაუმეტეს) წითელი საკვები საღებავი და ავურიოთ იქამდე სანამ არ გახდება ღია ვარდისფერი. კექსს წავუსვათ კრემი, დავადოთ ჟოლო და გავყინოთ მაცივარში. გამოვა 12 ცალი კექსი.
მოამზადა ელენე ბჟინავამ.
მასალის გამოყენების პირობები