საქართველოში, აღდგომის წინა ოთხშაბათს, ტრადიციულად ე.წ. "ჭიაკოკონობა" იმართება, ხოლო კოცონის დასანთებად ავტომობილების საბურავებს და პლასტიკურ მასალებს იყენებენ.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განცხადებით, საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ რიტუალში, ბინძურდება ატმოსფერული ჰაერი, ნიადაგი.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აფრთხილებს და მიმართავს მოსახლეობას - არ დაწვან საბურავები და პლასტიკური მასალები.
ამასთან შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენების (მათ შორის, ფოთლების, საბურავების) ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 400-დან 600 ლარამდე.

მასალის გამოყენების პირობები






