საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის წარმომადგენლების ინფორმაციით, უკვე არაერთი ფაქტი გამოვლინდა მარკეტებში ვადაგასული პროდუქტის გაყიდვის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც არასამთავრობო ორგანიზაცია თხოვნის სახით მიმართავს სურსათის უვნებლობის სამსახურს, რათა ყურადღება უფრო მეტად გამახვილდეს მარკეტებში პროდუქციის ვარგისიანობასთან დაკავშირებით.
„ჩვენდა სამწუხაროდ მარკეტებში არის პროდუქცია, რომელსაც ვადა აქვს გასული მაგრამ მაინც რეალიზდება, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის წარმომადგენლები რამდენიმე დღეა აქტიურად აკვირდებიან პროდუქციის გამოყენების ვადებს, რომელთა ნაწილს ვადა აქვს გასული თუმცა აქტიურად მიმდინარეობს მათი რეალიზება. ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ მარკეტებს სადაც შევნიშნეთ აღნიშნული ფაქტები, თუმცა მათ შორის არიან როგოც მარკეტები, ასევე მაღალ რეიტინგული სავაჭრო ქსელები.
მივმართავთ თხოვნის სახით სურსათის უვნებლობის სამსახურს, რომ დაინტერესდნენ, გამოიკვლიონ და გაამკაცრონ შემოწმება სრულიად საქართველოს მასშტაბით მარკეტებში პროდუქციის გამოყენების ვადებთან და მის ვარგისიანობასთან დაკავშირებით, რადგან ვაწყდებით მომხმარებლის უფლებების დარღვევას.“ -განაცხადა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






