რატომ არ იცნობს მსოფლიო ლიტერატურა ქართველ მწერლებს? რატომ არ წერენ ქართველები მსოფლიო მაშტაბის ქართულ მოვლენებზე და რატომ ვერ ვიმკვიდრებთ ადილს დასავლურ ლიტერატურაში? ერთადერთი ქართველი ვისი ნაწარმოებიც მაღაი ტირაჟით გაიყიდა - 8 მილიონი - ეს გრიგოლ რობაქიძის „ჰიტლერია“. ქართველ სტალინზე კი მსოფლიო ბეტსელერი ამერიკელმა მწერალმა დაწერა, ქართველი მწერლები მის ბიოგრაფიას ამ კუთხით არც კი გაკარებიან. რატომ არ აინტერესებთ ქართველ მწერლებს სტალინი და რაზე წერენ ისინი? ამ საკითხებთან დაკავშირებით „ნიუპოსტი“ მწერალსა და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს გიორგი კეკელიძეს ესაუბრა.
-როგორ ფიქრობ, გაყიდვების მხრივ გრიგოლ რობაქიძის შემდეგ, მეორე და მესამე ადგილს რომელი ქართველი მწერლები იკავებდნენ?
-ზუსტად არვიცი, რადგან ასეთი დათვლები მაშინ სამწუხაროდ არ წარმოებდა. მაგრამ დიდი ალბათობით ეს უკვე იქნება საბჭოთა პერიოდში გამოცემული რომელიმე წიგნი, რომელიც ბეტსელერად იქცა და ნებისმიერი გამოცემა შეიძლება ყოფილიყო, იგივე კონსტანტინე გამსახურდიას ტექსტები, ან ნოდარ დუმბაძის.
-რატომ ვერ შეიქმნა იმ მაშტაბის თანამედროვე ქართული ლიტერატურა, რომელიც მოახერხებდა და მსოფლიო ლიტერატურას გაარღვევდა?
- თუ თანამედროვე მიმდინარე პროცესზეა საუბარი, ამას ბევრი მიზეზი აქვს და არაერთი კონტექსტი სჭირდება გარდა მწერლის ნიჭიერებისა. ვფიქრობ, რომ ნიჭიერი მწერლები გვყავს, უბრალოდ უნდა არსებობდეს რაღაც კონკრეტული გამოცდილება, ცვეთა არ უნადა იყოს, გარემო უნდა იყოს მკვეთრად ურბანისტული, რადგან ბევრი კომპენტენტური ადამიანი მიუთითებს, რომ დიდი რომანი დიდწილად იქმნება სხვა სახის გამოცდილების ქვეყნებში, მაგრამ ამის მიუხედავად იგივე საბჭოთა პერიოდში, ძალიან საინტერესო რომანები შეიქმნა, თუნდაც ოთარ ჭილაძის ხსენება რად ღირს. შესაბამისად საქმე მთლად ტრაგიკულად არ გვაქვს, მაგრამ სამუშაო გვაქვს გაცილებით მეტი. ამას ზოგადად ქვეყანამაც უნდა შეუწყოს ხელი, არა სუბსიდირებით, ვიღაცის დაფინანსებით, თუ ქვეყაბნა იქნება განვითარებული მაშინ მნიშვნელოვანი ტექსტები შეიქმნება. რა თქმა უნდა სხვა სახის მაგალითებიც არსებობს, რთულ პერიოდში ცხოვრობდა ვაჟა ფშაველა და წერდა დიდ ტექსტებს, მაგრამ ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ტექსტი, ვეფხისტყაოსანს ვგულისხმობ, საქართველოში მაშინ შეიქმნა, როცა საქართველო იყო წარმატებული ქვეყანა ეკონომიკურადაც და პოლიტიკურად. ამიტომ როცა ჩვენი ქვეყანა მეტ-ნაკლებად წარმატებული გახდება შესაბამიად დიდი ქართული რომანიც შეიქმნება, მაგრამ მხოლოდ ამას არ უნდა დაველოდოთ. მწერლებს სჭირდებათ, თანამედროვეობის უფრო დიდი განცდა, მათ არ უნდა შეეშინდეთ მიმდინარე მოვლენების და ისინი შექმნიან დიდ ტექსტებს, უნიჭო ავტორები ცვენ ნამდვილად არ გვყავს.
-საქართველოში რა ხდება გაყიდვების მხრივ , პირველ ადგილზე რომელი მწერალია?
-გაყიდვების მხრივ, პირველ ადგილზე დათო ტურაშვილი არის, შემდეგ პერიოდულად მოსდევს სხვადასხვა ავტორები, მაგალითად ირაკლი ჩარკვიანის გაყიდვები არის ძალიან მაღალი, ასევე სხვადასხავა ავტორი, რომელიც შეიძლება, რაღაცა კონკრეტული ამბის გამო მოექცეს საზოგადოების ყურადღების ცენტრში, იმ პერიოდში იყოს გაყიდვადი და შემდეგ უკვე არა.
-აკა მორჩილაძეზე რას იტყვი?
-აკა მორჩილაძე საკმაოდ პოპულარული ავტორია, მაგრამ ახლა მისი გაყიდვები არ არის იმხელა რა მასშტაბსაც იმახურებს მსგავსი ხარისხის მწერალი, ის ძალიან კარგი მწერალია.
-მინდა გკითხო სტალინის წიგნის შესახებ, რომელზეც ამერიკელმა მწერალმა იმუშავა, „ახალგაზრდა სტალინი“, ბეტსელერია მსოფლიოში... სამწუხაროდ ამ წიგნზე ქართველმა არ იმუშავა...
-ეს თემები ცხადია არსებობს, და მსგავსი თემების დამუშავება ყოველთვის მომგებიანია, საინტერესოა ზუსტად ისიც რომ უცხოელები უფრო ინტერესდებიან , ვიდრე ჩვენ. ჩვენ ბევრი პიროვნება გვყავს, რომელზედაც შეიძლებოდა მნიშვნელოვანი რომანის დაწერა.
-რა არის იმის მიზეზი, რომ ქართველმა არ იმუშავა მსგავს თემაზე?
-რაღაც შიში გვაქვს თანამედროვეობის.
-შიში, თუ სიზარმაცე?
-სიზარმაცეც შეიძლება იყოს, რადგან ამას სჭირდება არქივებზე მუშაობა, დეტალური ცოდნა, პროზა არ არის შემოქმედების ერთჯერადი აქტი, მას სჭირდება დიდი გამოცდილება...
მასალის გამოყენების პირობები