სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, რომელიც მონაცემთა ერთიან ბაზას ეყრდნობა, 2014 წლის პირველი სამი თვის სტატისტიკის მიხედვით, ვაჟების და გოგონების პოპულარული სახელების ოცეული გამოვლინდა.
კვლევამ აჩვენა, რომ მიმდინარე წელს ახალშობილი გოგონების ყველაზე პოპულარული სახელი მარიამია, ხოლო ვაჟების – ნიკოლოზი.
2014 წელს ახალბედა მშობლებმა ახალშობილ გოგონებს შემდეგი სახელები შეუჩიეს: მარიამი – 676, ბარბარე – 505, ნინო – 480, ელენე – 474, ანასტასია – 453, ანა – 317, ლიზა – 252, ნია – 197, ნატალია – 133, სალომე – 114, თამარი – 114, თეკლა – 110, ნუცა – 97, ანამარია – 91, სესილი – 72, ლილე – 69, ქეთევანი – 69, ქეთი – 47, სოფიო – 45, ეკატერინე – 42 და სხვა.
2014 წლის სტატისტიკის მიხედვით, ვაჟების პოპულარული სახელებია: ნიკოლოზი – 535, გიორგი – 514, ანდრია – 435, დავითი – 351, გაბრიელი – 348, ალექსანდრე – 252, დემეტრე – 196 სანდრო – 195, დაჩი – 96, ლაზარე – 85, ილია – 84, იოანე – 73, ირაკლი – 67, ნიკა – 59, ცოტნე – 58, თორნიკე – 57, ლევანი – 50, ნოდარი – 38, თემური – 36, ზურაბი – 34 და სხვა.
ასევე აღსანიშნავია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაში 2014 წელს აღრიცხული იშვიათი სახელებიც, როგორიცაა: ასლი, გიგანტი, ისრაილ, სიმზარ, ფაშა, შეიხ, მამული, მინა, რზა და სხვა.
რაც შეეხება ყველა ასაკში სხვადასხვა დროს პოპულარულ სახელებს, მონაცემთა ერთიანი ბაზის თანახმად, საქართველოში მამაკაცის ყველაზე გავრცელებული სახელი გიორგია, მას მოსდევს: დავითი, ნიკოლოზი, ალექსანდრე, ირაკლი, ზურაბი, ლუკა, ლევანი, ლაშა, გოჩა და სხვა.
ქალბატონებს ყველაზე ხშირად არქმევენ ნინოს. ასევე, გავრცელებული სახელებია: მარიამი, თამარი, მაია, ანა, ნანა, ნათია, მანანა, ქეთევან, ნათელა და სხვა.
საინტერესოა, ასევე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაში სხვადასხვა წლებში აღრიცხული იშვიათი სახელები: ასკილი, დუელი, კევა, მღელვარე, პრინცესა, ტანაჯულ, ტანგილიტა, ფაფა, ჩიტი, ჯაჯო, ჯახირი, ელეფტერია და სხვა.
მასალის გამოყენების პირობები






