„კარგი ბიჭი ხარ ლადო შენ, სწორი ღირებულებები გაქვს, „რეცეპტის“ პერიოდის მუსიკაც ძაან მომწონს და იმასაც ვაფასებ, რომ ბევრი რამე გაქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ნორმალური ქვეყანა გვქონდეს, მაგრამ ხანდახან ძაან არაადეკვატური ხარ“ - ეს ტაბულას გადაცემების ხელმძღვანელის ლექსო მაჭავარიანის პასუხია ლადო ბურდულის სტატუსზე, რომლითაც ცნობილი ქართველი როკმომღერალი გულისტკივილს იმასთან დაკავშირებით გამოთქვამს, რომ საქართველოში ამა თუ იმ პროექტის ორგანიზატორები მის მუსიკას აიგნორებენ. „ხანდახან მარილივით რომ მომაყრით მაგისთვისაც დიდი მადლობა“ - აცხადებს ლადო ბურდული და დასძენს პოლიტიკა ღუპავს არტს ყოველთვის!
„თუ ბოლო 15 წელია არ გეძახიან კონცერტებზე და შენ კონცერტებზეც არ დადის იმდენი ხალხი, რომ მათი ჩატარება ფინანსური თვალსაზრისით ვინმესთვის საინტერესო იყოს, ეს ნიშნავს იმას, რომ არ ხარ აქტუალური მუსიკოსი“, - აცხადებს ლექსო მაჭავარიანი, რასაც ლადოს მუსიკის თაყვანისმცემლების გაღიზიანება და გაბრაზება მოჰყვა. – „ შენი აზრით რატომ ჩამოყავთ მაგალითად modeselektor და არ ურჩევნიათ შენი ლაივის მოწყობა“? - კითხულობს მაჭავარიანი.
,,King Lado - მე კონცერტებს არც ვმართავ, აქედან დავიწყოთ, მე ვაკეთებ არტისტულ პერფორმანსებს., რომელიც მასებზე გათვლილი არც არის, შენ ეს ყველაზე კარგად იცი, მაგრამ გინდა რო შეურაცხყოფა მომაყენო, ოკ - modeselektor ამ ჯგუფს მსოფლიო შოუ ბიზი და მთელი ინდუსტრია უდგას უკან, მე ჩემს ქვეყანაში ვინც მიდგას ეგეც კარგად მოჩანს!“
ლადო ბურდულისა და ლექსო მაჭავარიანის კამათმა სოციალურ ქსელში საბოლოოდ მწვავე დაპირისპირების სახე მიიღო. გთავაზობთ ამონარიდს ამ დაპირისპირებიდან:
King Lado: - რამდენი მუსიკოსი მოსულა და უთქვია ჩემთვის ტაბულაზე ლექსო არ გვატრიალებსო, რატომ არ ატრიალებ ჯგუფებს? რა ცენზი გაქვთ ასეთი? შენ რატომ წყვიტავ ვინ უნდა გავიდეს ეთერში და ვინ არა? ამას ხო ბაზარი უნდა აკეთებდეს და არა შენ?
Lexo Machavariani: ჩვენ ეთერში უხარისხო პროდუქციას არ ვატრიალებთ;
King Lado: შენ რა იცი რა არის უხარისხო და ხარისხიანი , რა კრიტერიუმებით საზღვრავ კარგ და ცუდ მუსიკას ?
Lexo Machavariani: ხუთი გრძნობიდან მინიმუმ ორით ) ;
King Lado: ხოდა შენ ეგ მანდატი ვინ მოგცა? რო გადაწყვიტო კარგი რომელია და ცუდი რომელი?
Lexo Machavariani: ლადო გენაცვალე, ტაბულა კერძო ტელევიზიაა. რასაც ჩავთვლით, რომ ხარისხიანია და ჩვენ ფორმატში ჯდება, ის ვიდეო იტრიალებს, რასაც ჩავთვლით, რომ უხარისხოა, ის არ იტრიალებს. ძალიან მარტივია )
King Lado: ასევე კერძოა ის ფესტივალები და ივნეტებიც რომელსაც თქვენ აკეთებთ ?
Lexo Machavariani: სხვები ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მაინტერესებს და ჩვენი გაკეთებული ყველა ივენთი „ასევე კერძოა“ )
King Lado: და ეს ფული საიდან? ვინ არიან სპონსორები? რატომ არ ფინანსდება სხვა ივენტები? სულ ერთი და იგივე ხალხი რატომ აკეთებს ამ სირობებს? რაც ანტი რეკლამაა თანამედროვე მუსიკის?!
Lexo Machavariani: ჩვენი ივენთების დაფინანსებას რაც შეეხება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ არის ლადო და დანარჩენი, ხვდები ალბათ, რომ შენი საქმე არ არის ) შენ სერიოზულად ფიქრობ, რომ ვინმე ვალდებულია ანგარიში ჩაგაბაროს იმაზე, თუ რაში ხარჯავს საკუთარ ფულს? )
King Lado: მაგას არა, მაგრამ როცა ამ ფულით უკვე თავის პოლიტიკას ატარებს სფეროში, სადაც სხვა ხალხიც არის, შეიძლება გაჩნდეს კითხვები: ვინ არის სპონსორი და რა მიზანი აქვს მას?
Lexo Machavariani : დღევანდელი აქციის ორგანიზატორები რამდენადაც მე ვიცი არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დონორები იყვნენ, რომლებმაც ჩათვალეს, რომ ზემოთჩამოთვლილი მუსიკოსები მეტ ხალხს მოიზიდავდნენ რიყეზე, ვიდრე შენ. მინდა გითხრა, რომ ამის სრული უფლება ჰქონდათ. ნებისმიერი სხვა აქციის ან კონცერტის ორგანიზატორებსაც უფლება აქვთ არ დაგიძახონ, თუ ასე თვლიან საჭიროდ )
King Lado: მე ზოგადად გელაპარაკები მთავარზე და არა ერთ ივენთზე, მე გელაპარაკები იმაზე რაც ხდება ბოლო 15 წელია ამ ქვეყანაში თუ შენ თვლი იმ პირად საკუთარ თავს და როგორც ვხედავ თვლი რო მათ მაგივრადაც პასუხი გამცე ?!
Lexo Machavariani: თუ ბოლო 15 წელია არ გეძახიან კონცერტებზე და შენ კონცერტებზეც არ დადის იმდენი ხალხი, რომ მათი ჩატარება ფინანსური თვალსაზრისით ვინმესთვის საინტერესო იყოს, ეს ნიშნავს იმას, რომ არ ხარ აქტუალური მუსიკოსი. ამაზე ვიდარდებდი მე შენ ადგილზე.
King Lado: და ვინც გამოგყავთ იმათზე ხო სულ ანშლაგებია?! ანუ მაგითი არჩევენ ბენდებს ხალხი დადის მის კონცერტზე თუ არა?
Lexo Machavariani: შენი აზრით რითი არჩევენ? რატომ ჩამოყავთ მაგალითად modeselektor და არ ურჩევნიათ შენი ლაივის მოწყობა?.. არც კი ვფიქრობ შეურაცხყოფის მოყენებას, ლადო. გიხსნი, რომ არაადეკვატურია შენი სტატუსი.
King Lado: დრო ყველაფერს გამოაჩენს და დააყენებს თავის ადგილზე..
მასალის გამოყენების პირობები






