წალკაში განსახლებულმა ეკომიგრანტებმა 10 დღეში სახლები უნდა დაცალონ
საზოგადოება - 14:59, 14 Apr, 2014     1042

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოში ჩასახლებულ ეკომიგრანტებს საცხოვრებელ შენობებს იძულებით აცლევინებენ.
დაზარალებულების თქმით, ამის მიზეზი ისაა რომ სახლები, რომლებშიც ცხოვრობენ არც მათ ეკუთვნით და არც სახელმწიფოს, ისინი ადგილობრივი ბერძნების საკუთრებაა.

,,ჩვენ მთიანი აჭარიდან 2004 წელს ჩამ

ოგვასახლეს ამ სოფელში. იმ დროს პირობა ასეთი იყო, რომ ოჯახების მცირე ნაწილს ბინები სახელმწიფომ უყიდა, დანარჩენი უმრავლესობა კი ადგილობრივ მაცხოვრებელ ბერძნებთან, რომლებიც დიდი ხანია უკვე საბერძნეთში წავიდნენ და სახლები დაკეტეს, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, მათსავე ბინებში შეგვასახლეს. სახელმწიფომ მაშინ 2500 ლარი მოგვცა, რომელზეც დანარჩენი თანხა უნდა დაგვემატებინა და ის სახლები შეგვესყიდა, სადაც ვცხოვრობთ. როგორც მერე გაირკვა, ამ ბინების მეპატრონე ბერძნების უმრავლესობა სახლების გაყიდვას არ აპირებდა ან ისეთ ფასს ადებდა, რომ ჩვენ ვერაფრით ვერ შევძლებდით მის გადახდას. ბერძნები თითქმის ყველა აღდგომის დღსასწაულზე ჩამოდიან აქ და დაძაბულობაც მაშინ იწყება. მოითხოვენ, რომ სახლები დავუცალოთ და ის 2500 ლარი, რაც მივეცით, მხოლოდ წინა წლების ბინის ქირა იყო და ახალ ქირას, თვეში 600-დან 1500 ლარის გადახდას გვთხოვენ. ჩვენ ამ თანხას ვერაფრით ვერ ვიხდით და რამდენიმე ოჯახი ქუჩაში შუა ზამთარშიც აღმოჩნდა“,- ამბობს ავრანლოს მკვიდრი გელა მალაყმაძე.

ბინებიდან გამოსახლებული ეკომიგრანტების რიცხვი ყოველდღიურად საკმაოდ დიდი, თუმცა წინა სააღდგომო პერიოდში ეს ციფრი ორმაგდება, რადგან სახლებს ბერძენი მესაკუთრეები ამ დროს უბრუნდებიან. მათთვის პრობლემას წარმოადგენს სოფლის სასაფლაოზე მიცვალებულის დაკრძალვაც. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ტერიტორია ბერძენ და ქართველ მესაკუთრეზეა გასხვისებული და არც ერთი მათგანი მიცვალებულის დამარხვის უფლებას არ აძლევთ.

,,ჩვენ მხოლოდ ერთი ადამიანი დავკრძალეთ აქ და იმის გადასვენებასაც კი გვთხოვენ. ისე თუ ვინმე გარდაიცვლება, მიგვყავს და აჭარაში ვკრძალავთ“,- ამბობს ციური ბერიძე.

ავრანლოში მცხოვრებ ეკო მიგრანტებს საკარმიდამო ნაკვეთის გარდა სხვა მიწა არ აქვთ. მათი თქმით, 2012 წელს სახელმწიფომ თითო ჰექტარი მიწა გადასცა, მაგრამ ნაკვეთები იმდენად ქვა-ღორღიანი და უმოსავლოა, რომ მისი დამუშავება შეუძლებელია. მოსახლეობას საქონლის ყოლაც პრობლემად აქვს, რადგან საძოვრები სხვისი საკუთრებაა და მისი გამოყენება შეუძლებელია.

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN კოორდინატორის ნინო თევზაძის განცხადებით, ეკომიგრანტების პრობლემების მოგვარებას ისიც აფერხებს, რომ სტიქიური მოვლენების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებს სამართლებრივი სტატუსი არ აქვთ.

წალკის მეორე სოფელ საყდრიონში ჩასახლებულ ეკომიგრანტები კი სახნავ-სათესმიწებს ითხოვენ.

დევნილთა და განსახლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ სოფლებში მიმდინარეობს ეკო მიგრანტ ოჯახთა რაოდენობის დადგენა და თუ დამტკიცდება, რომ კონკრეტულ სახლებში სახელმწიფოს მიერ ჩამოყვანილი და არა თვითნებურად შესახლებული დაზარალებულები ცხოვრობენ, მათ ეს სახლები მოკლე დროში დაუკანონდებათ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42