ინგა პავლოვა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სასაამრთლოში ჩივილს და კომპენსაციის მიღებას აპირებს. ინგა პავლოვას, ჟურნალისტ ვლადიმირ ივანიძის ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, წლების წინ ბიძინა ივანიშვილთან პარიზში ხელი ჰქონდა მოწერილი. ივანიძემ გასულ წელს ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც გამოაქვეყნა.
ინგა პავლოვამ ამჯერად ბიძინა ივანიშვილს ,,ფეისბუქის“ მეშვეობით კიდევ ერთხელ ახსენებს თავს:
„ასევე, ბიძინას უნდა ჰკითხონ, რატომ იყენებდა ჩემს პირად დოკუმენტებს რაღაც ფირმების გასახსნელად და ვინ მუშაობდა ჩემი დოკუმენტებით მოსკოვში ბიძინას ბანკში, ასევე, როგორ გააკეთა ბიძინამ ჩემთან განქორწინება პარიზში, ჩემი მონაწილეობის გარეშე და რატომ დაქორწინდა ჩემზე, როცა უკვე იყო ქორწინებაში. მე სასამართლოში ვუჩივლებ ბიძინა ივანიშვილს და მისგან მორალურ კომპენსაციას მოვითხოვ“, - წერს ინგა პავლოვა.

მასალის გამოყენების პირობები






