"ახლა ოპერაცია გამიკეთეს, მაგრამ მამიკო აღარ მყავს" - ვანის ტრაგედია
შემთხვევა - 10:30, 14 Apr, 2014     5612
"მამიკომ მითხრა, შვილო, ჩემს გასვენებაში შემოსული ფულით ოპერაცია გაიკეთე, სხვა გზა აღარ დაგვრჩაო. ნუ გეშინია, მამიკო, დაგვეხმარებიან-მეთქი, ვუთხარი და ჩავეხუტე. ისიც ჩამეხუტა, მეფერებოდა. მეტი არაფერი უთქვამს. მერე გაიღიმა, საუბარი იუმორში გადაიტანა... მეორე დღეს მამიკომ თავი ჩამოიხრჩო. ახლა ოპერაციაც გამიკეთეს, ხელიც აღარ მტკივა, მაგრამ ჩემი მამიკო აღარ მყავს. მამიკო, ძალიან, ძალიან მიყვარდა", - აღნიშნა "კვირის პალიტრასთან" საუბარში 13 წლის ირინა ქარჩხაძემ, რომელიც ტრაგედიის შემდეგ უმძიმეს სტრესულ მდგომარეობაშია.

სულისშემძვრელია ვანის რაიონის სოფელ ქვემო გორაში, ქარჩხაძეების ოჯახში დატრიალებული ტრაგედია. 42 წლის მამაკაცმა თავი იმიტომ მოიკლა, რომ ქალიშვილის საოპერაციო თანხა, 2.100 ლარი ვერ იშოვა(!).

მერაბ ქარჩხაძე, მისი მეუღლე და ერთადერთი ქალიშვილი ძალიან ღარიბულად, პატარა ქოხში ცხოვრობდნენ. ოჯახი სოციალურად დაუცველია. მათ სადაზღვევო კომპანია ჯი-პი-აიში 100%-იანი სადაზღვევო პაკეტიც ჰქონდათ, მაგრამ გოგონას ოპერაციის დაფინანსება მაინც შეფერხდა. ვიღაცების დაუდევრობას კი უმძიმესი შედეგი მოჰყვა. იმედია, დეტალებს შესაბამისი სტრუქტურები გამოიძიებენ და, ალბათ, ყველაფერი გაირკვევა, მაგრამ ქარჩხაძეების ოჯახში ამით არაფერი შეიცვლება, მათ ოჯახის უფროსი დაკარგეს.

ლია ხურციძე, მერაბ ქარჩხაძის მეუღლე:

-მამა-შვილს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, უერთმანეთოდ ვერ ძლებდნენ. მისი სიკვდილის შემდეგ ნათესავებს შერცხვათ, ამბობენ, დავეხმარებოდით, მაგრამ უცებ ფული არ გვქონდაო(?!). სინამდვილეში ასე არ იყო, იმედიც არავინ მისცა, დედმამიშვილმაც კი. ჩვენი მარჩენალი მერაბი იყო, უმისოდ რა გვეშველება, არ ვიცი. 10 წელია ამ ქოხში ვცხოვრობთ. ადრე მისი მშობლების სახლში ვცხოვრობდით, მაგრამ გვაიძულეს, იქიდან წამოსვლა. რძლებსა და ძმებს სულ ჩხუბი გვქონდა. ჩემს მეუღლეს დედა გარდაცვლილი ჰყავს. მამამისი ლოგინად არის ჩავარდნილი, შვილის სიკვდილი არც იცის.


წყარო: "კვირის პალიტრა"

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 13 წლის გოგონასთვის გადაუდებელი ოპერაციის დაუფინანსებლობის გამო, მამამ თავი მოიკლა. "მამამ წერილი დაწერა, გასვენებაში აღებული თანხით ჩემს შვილს ოპერაცია გაუკეთეთო,"- ამბობს სასწრაფოს თანამშრომელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42