კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ - ანსამბლი "ლაშარი", მერიის ბიგ ბენდი, გიო სუხიტაშვილი, მარიკო ებრალიძე, ალეკო ბერძენიშვილი, "გორდელა", "Z for Zulu", თინათინი, "არა", Eldrine”, “The Jetbird”, “LOUDspeakers”, “KID Jesus” და “Me and My Monkey”.
"ჩვენ ვიწვევთ ყველას, ვინც იზიარებს საქართველოს ევროპულ არჩევანს და სურს, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ეს არის ის საკითხი, რომელზეც საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთი პოზიცია უნდა ჰქონდეს. მოგიწოდებთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, გავერთიანდეთ ამ იდეის გარშემო ", - ნათქვამია "საქართველოს ეროვნული პლატფორმის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"საქართველოს ეროვნულ პლატფორმა" 115 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.
აქცია-კონცერტი, დღეს, ევროპის მოედანზე, 18:00 საათზე გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






