"არა კოლაბორაციონიზმს! არა მტერთან თანამშრომლობას!" - კანცელარიასთან დღეს აქცია გაიმართება
საზოგადოება - 22:16, 12 Apr, 2014     2358

აქციის ორგანიზატორებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს, რომელსაც ,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

"რუსეთის უკიდურესად აგრესიული პოლიტიკის შედეგად, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები მძიმე და სახიფათო პერიოდში შედის.

ვლადიმერ პუტინმა და მისმა გარემოცვამ, საკუთარი რეჟიმის გადარჩენის მიზნით აამოქმედეს იმპერიის გაფართოების დოქტრინა, რომლის მიზანია, ხელისუფლების მიმართ დაგროვილი სიძულვილი გადაამისამართოს მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოებზე. რუსეთის დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგს დამოუკიდებელი საქართველო განიცდის 90-იანი წლების დასაწყისიდან, 2008 წლის აგრესიის ჩათვლით, დღემდე. ჩვენი სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, მოკლულია ათეულ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ჩატარებულია ეთნიკური წმენდის რამდენიმე ეტაპი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს პერმანენტული მილიტარიზაცია.

რუსეთიდან კარგად დაფინანსებული პოლიტიკური პარტიების და ორგანიზაციების ხელმძღვანელები რეგულარულად ჩადიან მოსკოვში, სადაც აწარმოებენ დანაშაულებრივ მოლაპარაკებებს ოკუპანტი ქვეყნის ოფიციალურ სტრუქტურებთან საქართველოს პოლიტიკური მომავლის შესახებ. ცალკეული პირები წერილით მიმართავენ პუტინს, მხარს უჭერენ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას და გამოთქვამენ წუხილს, რომ აგრესიას არ ჰქონდა უფრო მასშტაბური ხასიათი და არ დასრულდა საქართველოს ხელისუფლების დამხობით.

საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი უსაფრთხოების და თავისუფალი მომავლის დასაცავად აუცილებლად მიგვაჩნია, საზოგადოება წინ აღუდგეს კოლაბორაციონისტული ორგანიზაციების ანტისახელმწიფოებრივ და დანაშაულებრივ საქმიანობას და მოახდინოს მათი მარგინალიზაცია, ხოლო ხელისუფლების მხრიდან აუცილებლად მიგვაჩნია და მოვითხოვთ:

1. აამოქმედოს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 309-ე, 310-ე, 311-ე, 315-ე, 317-ე და 319-ე მუხლები; აამოქმედოს საქართველოს ორგანული კანონი საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ და აღკვეთოს აგრესორთან თანამშრომლობაში მყოფი ორგანიზაციების საქმიანობა;

2. შემუშავდეს შესაბამისი ნორმატიული ბაზა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის, რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის და რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში განხორციელებული ეთნოწმენდის საჯარო უარყოფაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

3. აიკრძალოს აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო სიმბოლიკის საჯარო გამოყენება;

4. კონტროლზე იქნეს აყვანილი საქართველოს მოქალაქეთათვის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მინიჭების პროცესი;

5. აიკრძალოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო სატელევიზიო არხების მაუწყებლობა", - ნათქვამია განცხადებაში.

აქცია დღეს, მთავრობის კანცელარიასთან, 16:00 საათზე გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42