კამპანია „მწვანე მომავალი“ გრძელდება
საზოგადოება - 16:23, 12 Apr, 2014     1501

დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა თანამშრომლებთან ერთად კასპის მუნიციპალიტეტეში 600-ზე მეტი ხის ნერგი დარგეს.

კამპანია „მწვანე მომავალი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორციელდება. პროექტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხორციელდება.

„მწვანე მომავლის“ ფარგლებში შემუშავდება „გამწვანების რუკა“, რაც გულისხმობს გასამწვანებელი ადგილების აღწერილობას. გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის მეშვეობით მოხდება ტერიტორიების იდენტიფიცირება, ნაკვეთებად დაყოფა და ნერგების მობილიზება. გათვალისწინებულია გადაშენების პირას მყოფი ჯიშების ნერგთა გამოყვანა სანერგე მეურნეობებში და შესაბამის ადგილებზე გამწვანების ზოლში მათი გამრავლება.

„პრემიერის ინიციატივას, ვიზრუნოთ გარემოზე, სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს და გამწვანების დღევანდელი აქციით პროგრამაში „მწვანე მომავალი“ ერთვება. დღეს ამ ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები ერთობლივად 600-მდე ფიჭვის, იფანის და მუხის ნერგს დარგავენ. გარემოს დაბინძურება, მწვანე ნარგავების განადგურება დღეს მსოფლიო მასშტაბის პრობლემაა. სამწუხაროდ, არც ჩვენი ქვეყანაა გამონაკლისი. წლების განმავლობაში უკონტროლოდ იჩეხებოდა ტყე, რაც ქვეყნის ეკოლოგიისთვის დამღუპველი პროცესია. საქართველოს მასშტაბით გაზაფხულის სეზონზე დაახლოებით სამასი ათასი ნერგი დაირგვება; ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ აღვადგინოთ გაჩანაგებული ტყეები და ხელი შევუწყოთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას“ - განაცხადა შალვა ფიფიამ.

აქციის ფარგლებში მიმდინარე წელს 500 000 ხის დარგვაა დაგეგმილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42