საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსთა ასოციაციას შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები სხვადასხვა დონეზე გაცვლიან ინფორმაციას, რათა ხელი შეუწყონ თვითმმართველი ერთეულების ფინანსურ გაძლიერებას, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ეფექტური მართვის განხორციელებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევის მიზნით.
აღნიშნული მემორანდუმის ძალაში შესვლის შემდეგ, მხარეები ჩაერთვებიან ფინანსებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე დოკუმენტაციის შემუშავების პროცესებში და ერთმანეთთან შესაბამის კონსულტაციებს გაივლიან. ასევე, შეფასდება საჯარო ფინანსების მართვის კუთხით არსებული ვითარება, დაინერგება თანამედროვე ფინანსური მენეჯმენტის მეთოდები და სხვა.
ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა და 3 წლის განმავლობაში იმოქმედებს.
მასალის გამოყენების პირობები






