სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯილეხის მასიური ვაქცინაცია დაიწყო
საზოგადოება - 14:44, 11 Apr, 2014     1194

სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე, საქართველოს მთავარი ვეტერინარი მიხეილ სოხაძე და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე რამინ ისმაილოვი რეგიონში ცხოველთა განსაკუთრებით საშიში დაავადების - ჯილეხის პროფილაქტიკური ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნენ და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში, ი/მ მაკა კალანდაძემ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში მეცხოველეობის ფერმა გააფართოვა, შეიძინა ძროხები და ცხოველთა საკვები. აღნიშნულ ფერმაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს სოფლის მეურნეობის მინისტრი დაესწრო.

,,სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ადამიანისა და ცხოველის საერთო, გადამდები დაავადების - ჯილეხის ვაქცინაცია უკვე დაიწყო. წინა წლებში ჯილეხზე შექმნილი მძიმე ეპიზოოტიური სიტუაციის გამო ქვემო ქართლის რეგიონში ვაქცინაცია წელს მასიურად განხორციელდება. წელიწადში ორჯერ აიცრება 270 516 სული მსხვილფეხა, წვრილფეხა პირუტყვი და კენტჩლიქიანი ცხოველი. ამ ეტაპისთვის რეგიონში უკვე ვაქცინირებულია 40252 სული“, - განაცხადა შალვა ფიფიამ.

ქვეყნის დანარჩენ რეგიონებში, გამომდინარეჯილეხის გავრცელებისა და არაიმუნური ცხოველების დაავადების მაღალი რისკიდან (როგორიცაა ცხოველთასამარხები, ჯილეხის აღმძვრელით დაინფიცირებული სხვადასხვა კერები, გადასარეკი ტრასების მიმდებარე ტერიტორიები), ვაქცინაცია ჩატარდება ჯილეხზე არაკეთილსაიმედო ტერიტორიებზე - მანიფესტურ კერებში. აცრები ჩატარდება იმ სოფლებში, სადაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ადგილი ჰქონდა ადამიანის ჯილეხით დაავადების ფაქტს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯილეხის საწინააღმდეგო აცრა ჩაუტარდება 674 783 სულ ცხოველს. დღეისათვის უკვე ვაქცინირებულია 43944 სული.

,,ჯილეხის პარალელურად, ქვემო ქართლის რეგიონში ცხოველისგანსაკუთრებითსაშიშიდაავადების თურქულის პროფილაქტიკური ვაქცინაცია ჩაუტარდება 270144 ცხოველს. ვაქცინაცია უკვე მიმდინარეობს და ამ ეტაპზე აცრილია27156 სული ცხოველი. ღონისძიება სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის - „ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის" ფარგლებში ხორციელდება. მთელი ქვეყნის ტერირორიაზე თურქულის ვაქცინაცია ჩაუტარდება 1528432 სულ მსხვილფეხა და წვრილფეხა შინაურ ცხოველს. ცხოველთა იმუნიზაცია მოსახლეობისთვის უფასოა, ხოლოვაქცინა უსაფრთხოა პირუტყვის ჯანმრთელობისათვის“, - აღნიშნა მიხეილ სოხაძემ.

ჯილეხი და თურქული ცხოველთა განსაკუთრებით საშიში, ადამიანისა და ცხოველის საერთო, გადამდები ინფექციური დაავადებაა, რომელიც დაფიქსირების შემთხვვაში სწრაფად ვრცელდება. ამიტომ, ამ დაავადების ქვეყანაში შემოჭრა-გავრცელების არსებული რისკებიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია წელიწადში ორჯერჩატარდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42