მცხეთის დამისამართება დაიწყო
საზოგადოება - 14:31, 11 Apr, 2014     1011
ქალაქ მცხეთის დამისამართება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე თევდორაძე და სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე იოსებ ბაღათურია, ქალაქ მცხეთაში, დამისამართების პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.
ამ ეტაპზე ქალაქ მცხეთაში ქუჩებისა და მათი დასახელებების, გზების პარამეტრებისა და საგზაო ნიშნების აღწერა–ინვენტარიზაცია მთლიანად დასრულებულია. სრულად არის აღწერილი 1000-მდე, ხოლო აღსაწერია 4000-მდე სამისამართო ერთეული.
მცხეთის რაიონში მისამართების აღწერა-ინვენტარიზაციის საველე სამუშაოებს საჯარო რეესტრის მობილური ჯგუფები ასრულებენ. საჯარო რეესტრი, ინვენტარიზაციის შემდეგ, ქუჩების, მათზე არსებული შენობა-ნაგებობებისა და ბინების დანომვრას განახორციელებს. "დამისამართების პროექტი ქვეყნის მასშტაბით სამისამართო სისტემის სრულყოფას და განვითარებას შეუწყობს ხელს. სამისამართო რეესტრის მოწესრიგების შემდეგ, მოქალაქეებს უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურები მნიშვნელოვნად გაუმარტივებათ, დასახლებულ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები აღარ იარსებებს, ხოლო კონკრეტული მისამართები მარტივად მისაგნები იქნება", - აღნიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ.
სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის, იოსებ ბაღათურიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დაასრულებს ინვენტარიზაციის პროცესს, სერვისების განვითარების სააგენტო ახალ მისამართებზე არსებულ საცხოვრებლებში რეგისტრირებულ პირთა იდენტიფიცირებას მოახდენს, რაც მჭიდრო კავშირშია დაზუსტებული, მუდმივად განახლებადი, საიმედო საარჩევნო სიის ფორმირებასთან.
დამისამართების ერთიანი სისტემის ფარგლებში, შენობა–ნაგებობებს და სხვა ფართებს მიენიჭება ნუმერაცია, მომზადდება ქუჩის სახელდებისათვის და ნუმერაციისათვის საჭირო სამისამართო პროექტები, რომლებიც განსახილველად გადაეგზავნება მცხეთის რაიონის მუნიციპალიტეტს. შეიქმნება ერთიანი გზათა ქსელი, რაც ერთ–ერთი საფუძველი გახდება ქვეყანაში სანავიგაციო სისტემის ამოქმედებისათვის.
მცხეთის მუნიციპალიტეტში არასწორი, არასრული და ნუმერაციის არმქონე მისამართების კორექტირება 2014 წლის სექტემბრამდე დასრულდება.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42