შსს-ს წარმომადგენლები, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდში სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ
საზოგადოება - 11:07, 11 Apr, 2014     1629

შს სამინისტროს ინიციატივით დაწყებული ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი გრიგოლ ბესელია, მისი მოადგილე და უბნის ისნპექტორების სამმართველოს უფროსი ზუგდიდის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.

შსს-ს წარმომადგენლებმა უფროსკლასელებს ე.წ. ბიონარკოტიკების წინააღმდეგ დაწყებული კამპანია გააცნეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათ ასევე ყურადღება გაამახვილეს იმ საფრთხეებზე, რასაც ბიონარკოტიკების მოხმარება იწვევს. შეხვედრას შს სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად განათლების და მეცნიერების სამინისტროს ზუგდიდის რესუსრცენტრის ხელმძღვანელი და შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ექიმ-ნარკოლოგი ესწრებოდნენ, რომლებმაც მოსწავლეების კითხვებს უპასუხეს.

სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს კამპანიის ფარგლებში მომზადებული ვიდეორგოლები და ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის საინფორმაციო რგოლი უჩვენეს. ვიდეორგოლების მეშვეობით მოზარდებმა იმ პირველადი სიმპტომების შესახებ შეიტყვეს, რაც ე.წ. „ბიოს“ მოხმარებას ახასიათებს და აღნიშნული სიმპტომების შემთხვევაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების აუცილებლობაზე ინფორმაცია მიიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანია 24 მარტს დაიწყო. კამპანიის სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“, მიზანი კი ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირებაა. ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები სხვა რეგიონებშიც გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42