ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს წინა ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული ქონება 1 ლარად დაუბრუნდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:21, 11 Apr, 2014     7073

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს წინა ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული ქონება, მთავრობის გადაწყვეტილებით 1 ლარად უკან დაუბრუნდა. ქონების ბიზნესმენისათვის გადაცემა 2014 წლის 4 აპრილის N616 განკარგულებით გაფორმდა.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, 1 ლარად გადაცემული ქონება – სიღნაღში, პირდაპირი მიყიდვის წესით ეკა ბეჟანიშვილის ქუჩაზე მდებარე 35 000 კვ.მეტრი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა – ნაგებობები „სომგოს კომპანიას“ ეკუთვნის. "კომერსანტმა" გაარკვია, რომ ეს კომპანია ვანო ჩხარტიშვილის კომპანიაა.

„სომგოს კომპანის“ 90% წილი ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ ორ საწარმოს, ”სონატა ალიანსს” (სეიშელის კუნძულები) და ”გოსია ფაინენსინგს” (პანამა) ეკუთვნის.

როგორც ჩხარტიშვილმა განაცხადა, სიღნაღში არსებული 3.5 ჰექტარი არასასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მან 2007 წელს სახელმწიფოსაგან აუქციონის გზით, 1 მილიონ დოლარად შეიძინა, მისი ემიგრაციაში წასვლის შემდეგ კი, ეს ქონება წინა ხელისუფლებამ ჩამოართვა.

„სომგოს კომპანიაში“ აცხადებენ, რომ ახალ ხელისუფლებას სიღნაღში არსებული მიწის ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე დახვდა. 2014 წლის დასაწყისში, ვანო ჩხარტიშვლმა განცხადებით მიმართა ეკონომიკის სამინისტროს და მოითხოვა კუთვნილი მიწის ნაკვეთის დაბრუნება.

ეკონომიკის სამინისტრომ დააკმაყოფილა ჩხარტიშვილის მოთხოვნა და გარიგება შედგა, რომ კომპანია ქონების დაბრუნების სანაცვლოდ, სიღნაღის პროექტში დამატებით 2 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებდა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეკონომიკის სამინისტროს წინაშე აღებული ვალდებულებით 3.5 ჰექტარზე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საწარმო აშენდება, ასევე ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე სადემონსტრაციო ვენახის გაშენებასა და 50 ნომრიანი სასტუმროსა და 200 კაციანი რესტორნის აშენებას გულისხმობს.

კომპანიის მენეჯმენტის თქმით, სავალდებულო ინვესტიციის ოდენობა 2 მილიონი ლარით განისაზღვრა, აღნიშნულ საკითხზე ზეპირ შეთანხმებას ხელი უახლოეს დღეებში მოეწერება.

წყარო: "კომერსანტი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42