,,საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა“ 53-ე სკოლაში განვითარფებულ მოვლენებს ეხმაურება და სასწავლო პროცესის დაუყოვნებლივ აღდგენას ითხოვს.
"მოგეხსენებათ 53-ე სკოლაში განვითარებული მოვლენები, რის შედეგადაც რამდენიმე დღეა ფერხდება სასწავლო პროცესი სკოლაში. ჩვენ, როგორც უფლებადამცველი ორგანიზაცია ვითვალისწინებთ რა იმ გარემოებებს, რომ მოახლოვებული არის ერთიანი ეროვნული გამოცდები და მე-12 კლასელებს უწევთ მზადება გამოცდების ჩასაბარებლად, სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია სასწავლო პროცესის შეფერხება 53-ე სკოლის ყოფილი დირექტორისა და ადმინისტრაციის მხრიდან.
ვითვალისწინებთ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის მოკვლევას და მათ გადაწყვეტილებას ამავე სკოლაში აღმოჩენილ ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია 53-ე სკოლის დირექტორის მარიამ რამინაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება და სამართლიანად მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი გაირკვეს შესაბამის ორგანოებში და პროტესტის გამოხატვაში არ უნდა ჩართონ მოსწავლეები, რადგან მათ განათლების მიღების საშუალება უნდა მიეცეს 53-ე სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან. 53-ე სკოლის ადმინისტრაციას არანაირი უფლება არ აქვთ სწავლის შეფერხების, რაც უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება.
ჩვენ, საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა, მივმართავთ 53-ე სკოლის ყოფილ დირექტორს მარიამ რამინაშვილს და ადმინისტრაციას, რომ დაუყონებლივ აღადგინონ სასწავლო პროცესი სკოლაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსწავლეთა უფლებები იქნება დარღვეული!"- განაცხადა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






