დღეს საერთაშორისო სწავლება “ვიკინგი 2014”-ი დასრულდა
საზოგადოება - 11:37, 10 Apr, 2014     1405

სწავლების შტაბმა სამომავლო წვრთნებისთვის გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშავა, რომლებიც მომავალი სწავლებებისთვის იქნება ადაპტირებული და მონაწილე პერსონალის პროფესიონალიზმის დონეს კიდევ უფრო აამაღლებს.

“ვიკინგი 2014”-ს დახურვის ცერემონიალი მე-4 მექანიზირებული ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა. სწავლების ხელმძღვანელობამ მონაწილეებს შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და სერთიფიკატები გადასცა.



წვრთნაში საერთაშრისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. სწავლება თითოეულ მონაწილე ქვეყანაში ერთდროულად გაიმართა. სამეთაურო-საშტაბო სწავლების წამყვან ქვეყანას შვედეთი წარმოადგენდა, სადაც განთავსებული იყო ოპერაციების დაგეგმვის შტაბი. მონაწილე ქვეყნების კოორდინაცია ტელეხიდისა და ვიდეოკონფერენციების საშუალებით ხორციელდებოდა. ისინი დავალებებს ოპერაციების დაგეგმვის შტაბიდან იღებდნენ, რის შემდეგაც ერთობლივად მოქმედებდნენ. სწავლების სცენარის მიხედვით, პირობით ქვეყანაში კრიზისი განვითარდა, რის გამოც, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დახმარებისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მიმართა. შეიქმნა მრავალეროვნული ბრიგადები, რომლებიც პირობით ქვეყანაში „სტაბილურობის ოპერაციებს“ ასრულებდნენ.

სწავლების მიზანს კრიზისის მოგვარების პროცესში, სამხედრო და პოლიციური დანაყოფების სამოქალაქო სექტორთან ერთად კოორდინირებული მოქმედების დახვეწა წარმოადგენდა. საქართველოში მიმდინარე წვრთნებში აშშ-ის ევროპული სარდლობისა და შვედეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობა მონაწილეობდა. სწავლებაში ბალტიის თავდაცვის კოლეჯის სტუდენტებიც იყვნენ ჩართული. “ვიკინგი 2014” 31 მარტს დაიწყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42