შსს-ს მომსახურების სააგენტო დუბლინში მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო კომიტეტის კონგრესზე მიიწვიეს
საზოგადოება - 10:45, 10 Apr, 2014     644

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დელეგაცია ახლადგაწევრიანებული ქვეყნის სტატუსით ირლანდიის ქალაქ დუბლინში, 5-6 ივნისს მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო კომიტეტის (CIECA) 46-ე გენერალურ ასამბლეას დაესწრება, რომელიც მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ტექნოლოგიებს ეძღვნება. ასამბლეაში მსოფლიოს 36 ქვეყანა მონაწილეობს. აღნიშნულ ღონისძიებაზე იგეგმება კომიტეტის წევრი ქვეყნებისთვის ქართული მხარის გაცნობა, სააგენტოს წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლა და შსს-ს მომსახურების სააგენტოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების პრეზენტაცია.

მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო კომიტეტი 1956 წლიდან ფუნქციონირებს და საგზაო უსაფრთხოებასა და ავტომობილის მართვის სტანდარტების კონტროლის სფეროში წამყვან ორგანიზაციას წარმოადგენს. CIECA-ს მუშაობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს: საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და მოქალაქეებისთვის ცნობიერების ამაღლება, საგზაო მოძრაობის გამარტივება და უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ავტომობილის მართვის ტექნიკის გაუმჯობესება და მართვის მოწმობის პრაქტიკული ნაწილის გამომცდელთა თანამედროვე სტანდარტებით გადამზადება. აღნიშნულ საკითხებზე კომიტეტში გაერთიანებულ ქვეყნებს შორის მუდმივად მიმდინარეობს ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42