"განათლების სამინისტრო ყველა ბერკეტს გამოიყენებს იმისთვის, რომ 53-ე სკოლაში მასწავლებლები გაკვეთილზე დაბრუნდნენ”, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს, 09:00 საათზე სასწავლო პროცესი უნდა აღმდგარიყო.
სანიკიძე წუხილს გამოთქვამს, რომ სასწავლო პროცესის პარალიზებას მასწავლებელთა ნაწილის ხელს უწყობს.
“სკოლაში შესულია ახალი დირექტორი, შესაბამისად, სწავლის პროცესი 09:00 საათზე უნდა დაიწყოს ნაწილობრივ თუ სრულად ეს შემდეგ გაირკვევა, საერთოდ პროცესები ნორმალურად არ მიმდინარეობს და ამას ხელს უწყობს სკოლის ყოფილი დირექტორი და სამწუხაროდ, პედაგოგების ნაწილი. მე მგონია, რომ ეს ხალხი ვერ გრძნობს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ მოსწავლეების მხრიდან აკისრიათ. გუშინ მთელი საღამო შემოდიოდა ზარები შეწუხებული მშობლებისგან, რომ პედაგოგები დღემდე მოუწოდებენ გამოვიდნენ და აქციები მოაწყონ, ეს დაუშვებელია და ამას არავინ დაუშვებს. შესაბამისად, ჩვენ ყველა სამართლებრივ მეთოდს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ბავშვი არ დაზარალდეს და სკოლაში საგანმანათლებლო პროცესი იყოს”, - განაცხადა სანიკიძემ.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






